მე ვერ ვივიწყებ ზღვის ჰორიზონტზე,
ნაზად ელვარე ტალღების ფარას,
ანაზდად მოსულს მის მლაშე სურნელს,
და დელფინების მშვენიერ ლაშქარს.
უძილო ღამეს ძნელად გალეულს,
ახალ ბულვარში ანთებულ ლამპარს,
ქარი კვლავ ურცხვობს, უხეშად გეკვრის,
და მოგიყვება სევდიან ზღაპარს.
ზღვას, როგორც ცოცხალს, სულიერს ისე,
ისე ვუყვები ჩემს გულში ნამალს,
ვიცი, რომ ენით ვერ ავღწერ ისე, ...
ოდესმე ისიც უთუოდ წავა, ის მიკვირს, როგორ გასძლო აქამდე, არ შველის ამას - უი და ვავა, არ შეიძლება ისიც არ ჰგავდეს - იმათ, რომლებმაც გაგცვალეს მზეზე, შენ, სიტყვის მწედ და ფიქრად ქცეული, ვინ აგაყენებს? არავინ ზეზე, ათრიე თავად შენივ სხეული... ისიც ასრულებს სიყვარულს შენთან, გჯეროდა ვისიც და გსურდა ხარბად, და ოდეს წახვალ მძინარე მზესთან - გასვენებაშიც არ მოვა ალბათ...
ოცდაორმა გაიარა გაზაფხულმა,
ოცდაორმა გაიხურა მარტმა კარი,
მაგრამ დღეს რომ გაზაფხული მიხარია,
არ ყოფილა ჯერ ასეთი გასახარი.
შემომხედე, შემომცინე,
და მითხარი სიხარულით,
"რა მიჭირავს კარგო ხელში,
თუ მიხვდები წრფელი გულით?"
მე ავწიე თავი მაშინ,
და რას ვხედავ-სახეს მზიანს,
ქორჩიოტა მომართვი და
გაზაფხულის ლურჯი ია.
სიხარუმლა ამიტანა,
სიყვარულმა ჟინი ...
მე სიყვარულის მონა ვარ, მითვე ვარ თავისუფალი,
ჩემი თავისვე მტერი ვარ, მუნითვე ჭირისუფალი,
მე სიმართლეში მტერი ვარ, ამისთვის განსმჯის უფალი,
მარტოობაში მარტო ვარ, ცვლადშიც ხანდახან უცვლელი.
მე ერთი მიყვარ ამ ქვეყნად, სხვანი წარსულში დავფალი,
ჩემთვის ის ერთადერთია, მძულს სხვათა გამონაცვალი;
ის სანუკვარი განძია, ვარსკვლავი ამომავალი,
ჩემი ოცნების...
2013, 24 თებერვალი, 23:25
უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,
და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,
ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,
პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,
მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და
მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,
შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,
ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.
...
2015, 26 სექტემბერი, 20:21
|
|