x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134679
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508867
" ზღვა"
მე ვერ ვივიწყებ ზღვის ჰორიზონტზე,

ნაზად ელვარე ტალღების ფარას,

ანაზდად მოსულს მის მლაშე სურნელს,

და დელფინების მშვენიერ ლაშქარს.



უძილო ღამეს ძნელად გალეულს,

ახალ ბულვარში ანთებულ ლამპარს,

ქარი კვლავ ურცხვობს, უხეშად გეკვრის,

და მოგიყვება სევდიან ზღაპარს.


ზღვას, როგორც ცოცხალს, სულიერს ისე,

ისე ვუყვები ჩემს გულში ნამალს,

ვიცი, რომ ენით ვერ ავღწერ ისე,

ის გულში მარხავს სევდიან ამბავს.


ზღვას ვიცი გული საგულეს არ აქვს,

ის მას ხმელეთზე უჩინრად მალავს,

მიტომ სკდებიან ტალღები ნაპირს,

მისი ალერსი უზომოდ მჩაგრავს.


ბაკური ბაკაშვილი.

image

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0