ექსპერიმენტი სურსათის უვნებლობის სამსახურის არარსებობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
" დიდი გამოხმაურება პოვა ამ აპარატის ექსპერიმენტმა, რომელიც ავლენს ნიტრატების რაოდენობას სასურსათო პროდუქციაში, მაგრამ არის უფრო მთავარი და საგანგაშო ის, რასაც ვაქცევთ ყურადღებას და არ გვაქვს რეაქცია.
2010 წლიდან ოფიციალურად შეწყვიტა კონტროლი ინპორტირებულ პროდუქციაზე სურსათის უვნებლობის სამსახურმა.
ასიათასობით პროდუქცია ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხვდება ჩვენს ორგანიზმში.
არ კონტროლდება ასევე ის სასუქები და შხამქიმიკატები, რომლებიც შემოდის საქართველოში.
მერე გვიკვირს, საიდან ამდენი სიმსივნით დაავადებული, გულ-სისხრძარღვთა პრობლემებით, უშვილობით; გაახალგაზრდავებული დაავადებები და დემოგრაფიული რეგრესი. მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის.
მეც არ მსიამოვნებს ნეგატივის წერა, მაგრამ თუ ჩვენ არ ვუპატრონეთ და არ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახი და ჩვენი თავები, დამიჯერეთ, ყველას ფეხებზე ვკიდივართ და ძალიან მალე ერი გადაშენდება." - თორნიკე ბიძინაშვილი