x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას ნიშნავს სიტყვები ,,პაპა“ და ბაბო“

image
"საკმაოდ დიდი ხნის წინ ტელევიზიაში მიწვეული ჰყავდათ ქართული ენის, ანბანის და ქართული ენის გრამატიკის უდიდესი მკვლევარის და მეცნიერის აკად. ბ-ნ აკაკი შანიძის შვილი ქ-ნი მზექალა შანიძე ქალიშვილთან ერთად.
იხსენებდნენ ბ-ნ აკაკისთან ოჯახური თანაცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს. ამ საუბრის დროს ბ-ნ აკაკის სიტყვა “პაპა“-თი მოიხსენიებდნენ. ჟურნალისტმა ეს შენიშნა და ჰკითხა მათ: თქვენ ხომ დასავლეთ საქართველოდან ხართ, ბატონ აკაკის რატომ უწოდებთ “პაპა“-ს და არა “ბაბუა“-ს? გაირკვა, რომ თვითონ ბ-ნი აკაკი უშლიდა მათ რომ “ბაბუა“-თი მიემართათ. ის თვლიდა, რომ ქართულად “ბაბუა“ “ბებია“-ს ნიშნავს, ამიტომ ყოველთვის “პაპა“ დამიძახეთო.
სპეციალობით მშენებელი ინჟინერი ათწლეულებია დაინტერესებული ვარ ქართველთა და მსოფლიოს ხალხთა მითოლოგია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიის საკითხების კვლევებით. არაერთხელ შევნიშნე, რომ სხვადასხვა ხალხები სამყაროს მამრ პირველსაწყისს მოიხსენიებენ: “პა“ - “პაპა“ (ტიბეტი, სუდანი და სხვა).
დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი “პაპა“-თი მიმართავს ოჯახის უფროს მამაკაცს. ქრისტიანული რელიგიის პატრიარქი “რომის პაპა“-თი მოიხსენიება. ბერძნები მღვდლებს “პაპა“-თი მოიხსენიებენ.
სიტყვა “პაპა“ ღვთაებრივი მამრი საწყისის ენერგიის მატარებელია. მიმაჩნია, რომ ქართველებმა აუცილებლად უნდა დაიბრუნონ სიტყვა “პაპა“ ქართულ სამეტყველო ენაში, რომელიც პრესით თუ ტელევიზიით საერთოდ აღარ იხმარება და გადავედით “ბაბუა“-ს ხსენებაზე.
ასევე, მნიშვნელოვანია ქართველებისთვის სიტყვა “ბაბ-ო“. “ო-ონ“ ასო-ნიშანს ქართველები სიტყვა უფალის ნაცვლად წერდნენ. “ბაბ“ - უკავშირდება “ბაბ-ელ-ონის“ გოდოლს (კოშკს). ქრისტიანობამდე ბაბელონის გოდოლს გამოსახავდნენ დრაკონზე, დადგმული კოშკის სახით. ასეთი ბაბელონის გოდოლი საქართველოში გარეჯში კლდეშია გამოკვეთილი დრაკონზე დადგმული კოშკის სახით (2-2, 5 მლნ.წელი).
გალავანშემოვლებული კოშკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღვთისმშობლის სიმბოლოა (ზ. აბზიანიძე - სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, 2006 წ., ტ.1, გვ.113, “კოშკი (გოდოლი)’’)
სამყაროს დედას ძველად ქართველები ლოცვაში ასე მოიხსენიებდნენ: “დიდო დედაო’’ ანუ “დიდი დედა’’ იგივე “დიდედა’’ ანუ “ბაბო’’ - “ბაბუა’’.
ქართული სიტყვები “ბაბო’’ და “პაპა’’ ყველა ქართულ ოჯახში განაპირობებს ღვთაებრივი მფარველი ენერგიის არსებობას. ამიტომ ყველა ქართულ ოჯახში ისევ უნდა დაბრუნდეს ღვთაებრივი სიტყვები “პაპა’’ და “ბაბო’’. ქართველები თავის წინაპრებს ასე მოიხსენიებენ: “მამა-პაპანი."
0
464
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0