x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
როგორ იმოქმედა 1978 წელს სუკის ციხეში მერაბ კოსტავას შეძახილმა "ქრისტე აღდგა!"

image



ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით.



აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი.




დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს.




ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს.



მერაბს შინაგანად უგრძვნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:



"ქრისტე აღსდგა!"



არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალაზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.



"ქრისტე აღსდგა!"



განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, "მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზღვავება ვიგრძენიო", იგონებდა. "ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე", ფიქრობდა თურმე.



არადა, არსაიდან ისმოდა "ჭეშმარიტად" ! სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. "ქრისტე აღსდგა" ! - ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:



"ჭეშმარიტად" !



ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. "მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს…" იგონებდა მერაბი.

5
1825
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1825
  
23 აპრილი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 აპრილი, 2:31
ვინ დააჭირა დისლაიქს? :) შიდა მტრებითაა სავსე ჩვენი ერი.
18 აპრილი, 23:47
100%-იანი ჭეშმარიტება.
18 აპრილი, 23:11
მაგიტომაც მოკლეს რუსმა იმპერიალ- კომუნისტებმა
18 აპრილი, 20:47
მერაბი, რომ არ მოეკლათ სამოქალაქო ომს ავცდებოდით, რადგან ის "ბიდლო", რომელიც ზვიადის ირგვლივ ტრიალებდა იქ ვერ იტრიალებდა.
მერაბი იყო ერის სინდისი და ნამუსი...
0 1 5