x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78769
  • ვიდეო:331491
  • სურათი:435439
რუსმა აფთიაქარმა უცხოელ მამაკაცებს სპეციალურად გახვრეტილი პრეზერვატივები მიჰყიდა

image

62 წლის ნიჟნი ნოვგოროდელი გამყიდველი ლუდმილა სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, ქალმა პრეზერვატივები სპეციალურად გახვრიტა და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასულ სტუმრებს მიჰყიდა. მიზანი - გენოფონდის გაუმჯობესება, იუწყება Life-ი.

"არაფერსაც არ ვნანობ. არ გინახავთ, რამდენი ლოთი გვყავს? ისიც ნახეთ, რა ბიჭები გვესტუმრნენ! ერთმანეთზე ლამაზები არიან, ახოვანები, სპორტულები. დაე, გენოფონდი გვიწილადონ. ამისგან მხოლოდ სიამოვნებას მიიღებენ. ჩვენ კი, გაიხედავ და მომავალი თაობა სულ სხვანაირი გამოგვივივა."

ქალმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი გოგონები ამის შემდეგ ნაკლებად იმრუშებენო. "ბავშვები როდესაც ეყოლებათ, მაგისთვის ვეღარ მოიცლიან. წესიერი გოგონებივით მოიქცევიან, თორემ რა არიან ახლა ისინი - სამარცხვინონი"-დასძინა ქალმა.

სექსი უცხოელებთან ლუდმილას სამარცხვინოდ არ მიაჩნია, თვითონ მოსკოვის ოლიმპიადის დროს 1980 წელს, უცხოელისგან ტყუპი შეეძინა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეებში რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ოჯახის, ქალების და ბავშვების საკითხში, თამარა პლეტნიოვამ რუს გოგონებს მოუწოდა, არ იქონიონ სქესობრივი კავშირი უცხოელ ტურისტებთან, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს სტუმრობენ.

0
288
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0