x
მესტიის მაჟორიტარი - სოფელი ორადაა გაყოფილი, წაღებულია ყველა ხიდი, გარდა ერთისა, მოსახლეობაში პანიკა შეიმჩნევა

სოფელ მესტიაში სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გზა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მაჟორიტარმა, ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.

image


მისი თქმით, სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.

„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, - თქვა ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.
ჭუბერის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, 10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0