x
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდენციონერი წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება

image

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

„ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდენციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდენცირებისას - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდენციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება იქნება“, - აცხადებს მიმინოშვილი.

როგორც ცნობილია, გასული წლების განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში უჰაერობისა და მაღალი ტემპერატურის გამო, აბიტურიენტები და მათი მშობლები გაუსაძლის პირობებსა და კონდენცირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0