x
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

image

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შავაშვილმა განუცხადა.
შავაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნოზაძესთან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ მისულა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერებიც არსებობდეს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ მუხლს, რომელზეც საუბარია, არ აღიარებს. საკითხავია შესახვედრად ვინ ვის დაუკავშირდა. შესაძლოა, არსებობდეს ვიდეოჩანაწერებიც”, - აღნიშნა არჩილ შავაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.



0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0