x
image
გემი დალანდი
ვახტანგ კიკაბიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსების გაღიზიანება მოყვა
image

ინტერვიუმ Deutsche Welle -სთან, რომელშიც მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე სსრკ-ის თემასაც შეეხო, რუსების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ინტერვიუს დროს კიკაბიძემ აღნიშნა, რომ ის საბჭოთა კავშირის დამხობამ გაახარა და რომ დღესაც სიძულვილის გრძნობა ეუფლება, როდესაც საბჭოთა ღერბს ხედავს.

აღშფოთებული რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი ტვიტერის გვერდზე, შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოეხმაურა კიკაბიძეს და განაცხადა, რომ კიკაბიძე მხოლოდ სსრკ-ის დამსახურებით გახდა ცნობილი მსახიობი და რომ სხვა შემთხვევაში ის ნაკლებად ცნობილი მომღერალი იქნებოდა ევროპის განაპირა ქვეყნიდან. პუშკოვის განცხადებითვე:“კიკაბიძეს წლები მოემატა და სიბრძნე არა."


განცხადება გააკეთა რუსეთის სახალხო არტისტმა, მომღერალმა და კოპოზიტორმა იური ანტონოვმაც. მისი სიტყვებით, მას სრულიად შეეცვალა დამოკიდებულება ვახტანგ კიკაბიძის მიმართ ამ სიტყვების მერე.

ასევე სახალხო არტისტმა ვლადიმერ ვინოკურმა კი განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს. მან ეთერის საშუალებით მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ კიკაბიძის გაკიცხვისგან. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიკაბიძე მისი ძველი მეგობარია და რომ ის შესანიშნავი მსახიობი და დიდებული მუსიკოსი და მომღერალია.

“ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა-სწორედ ეს უნდა გაითვალისწინონ საზოგადო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა...ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება. მის განსჯას ან გაკიცხვა მე არ ვაპირებ"-აღნიშნა ვინოკურმა.

ვახტანგ კიკაბიძემ განაცხადა, რომ სიტყვა სიძულვილი მან კონკრეტულად საბჭოთა ღერბის და არა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანების მიმართ გამოიყენა.


1
151
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
151
  
2018, 6 ივლისი, 12:16
რუსი ღორები ვერ ეგუებიან ქართველ პატრიოტს. მათ მხოლოდ საკუთარი უკანალის მლოკავები უყვართ
0 1 1