x
image
გემი დალანდი
ქალი,რომელიც 14 წლიდან აჩენს შვილებს,სექტემბერში მე-20 ბავშვს ელოდება
ნოელ და სიუ რედფორდები დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახი აქვთ, რომ არა ყველაზე მთავარი-მათ 19 შვილი ჰყავთ და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მალე მათ დიდ ოჯახს კიდევ ერთი პატარა შეემატება.

უფროსი შვილი-კრისი 27 წლის წინ დაიბადა, ყველაზე პატარა ფიბი კი 2016 წლის ივლისში.

ოჯახი საკუთარ, ვიქტორიანული ეპოქის სახლში ცხოვრობს, რომელიც 11წლის წინ შეიძინეს, ოდესღაც იქ ბავშვთა სახლი იყო, ახლა კი მათი ოჯახური ბუდეა.

თავად ნოელიც და სიუც დაბადებისთანავე გააშვილეს და მიმღებ ოჯახებში გაიზარდნენ, შესაძლოა სწორედ ამით აიხსნება წყვილის სიყვარული ბავშვებისადმი და დიდი ოჯახის ქონის სურვილი.


როცა პირველი ბავშვი გააჩინა სიუ 14 წლის იყო, მეორე 18 წლისამ გააჩინა და მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ფეხმძიმედ იყო.

ოჯახი ამაყობს, რომ არასოდეს უსარგებლიათ სახელმწიფოს დახმარებით და კრედიტიც კი არ აქვთ. ყველაფერს თავისით მიაღწიეს, აქვთ საკუთარი საცხობი, სადაც ნოელი და უფროსი ბავშვები მუშაობენ, სიუ კი პატარებთანაა სახლში და სახლის საქმეებითაა დაკავებული. ზოგჯერ სარეცხის მანქანა 12-ჯერ ირთვება დღის განმავლობაში.

იხილეთ ფოტოები:

imageimageimageimageimageimageimage






0
4740
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4740
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0