x
სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული 15 პრობლემა

image

მნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევი, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის.

ქვემოთ წარმოგიდგენთ, რა პრობლემებს უქმნის სიგარეტი ჩვენს ჯანმრთელობას

  • როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია.
  • მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.
  • ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
  • მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ ბავშვებშია გავრცელებული.
  • თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
  • მოწევა ის ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველები გულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
  • თამბაქოს კვამლი ადაბლებს კარგ ქოლესტერინს, ხოლო ცუდს ზრდის. საერთო ჯამში, ქოლესტერინი იზრდება.
  • დიაბეტი მეტად პროგრესირებს იმ ხალხში, რომლებიც მწეველები არიან.
  • მოწევას შეუძლია ორგანიზმში სისხლის შედედება გამოიწვიოს.
  • მოწევას შეუძლია გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაგიქვეითოთ, რაც მადის შემცირებას გამოიწვევს.
  • მოწევას შეუძლია თქვენს ორგანიზმში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. მწეველები ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოთი იღუპებიან.
  • ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შემჭიდროვებას და აფერხებს სისხლის მოძრაობას. ეს კი მაღალ წნევას და ინსულტს იწვევს.
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი დიდია მწეველ ქალებში.
  • სიგარეტში შემავალ ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გამოშრობა და ნაადრევი დაბერება.
  • მოწევა განსაკუთრებით სახიფათოა ფეხმძიმობის პერიოდში. ამან შეიძლება ახალშობილში გამოიწვიოს: ზრდის პრობლემები, ჟანგბადის ნაკლებობა, ფიზიკური დეფორმაცია და სიკვდილიც კი.
0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0