x
ყველაზე ცხელი ზაფხული? მსოფლიოს ირგვლივ ტემპერატურის რეკორდები მყარდება

image

კლიმატის შემსწავლელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტაზე სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პერიოდი დგას, რაც კი აქამდე გვინახავს.

ამ კვირაში ყველა დროის რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა მსოფლიოს ირგვლივ. ეს კი ცხელი მასების გავრცელების გამო მოხდა, რომელმაც მოგვიტანა „ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიცხე, რაც კი აქამდე გვინახავს“.

მეტეოროლოგმა ნიკ ჰამპრიმ საკუთარ ბლოგში დაწერა: „ეს ჩრდილოეთში აშკარად ყველაზე გასაოცარი და მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიცხეა, რაც კი აქამდე მინახავს“.


28 ივნისს დენვერში (აშშს ქალაქი) 40.5 გრადუსი დაფიქსირდა .ტემპერატურამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რაც კი მანამდე ამ ქალაქში ყოფილა.

კვებეკში (პროვინცია კანადაში) ტემპერატურამ 33 გრადუსს მიაღწია. ბოლოს 147 წლის წინ დაფიქსირდა ამაზე მაღალი ტემპერატურა, 36.6 გრადუსი.

რეკორდული ტემპერატურები ასევე დაფიქსირდა ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში. ასევე, თბილისსა (40.5 გრადუსი) და ერევანში (42 გრადუსი).

შოტლანდიაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. მონთერველში 33.2 გრადუსი დაფიქსირდა და 2003 წელს დაფიქსირებული რეკორდი მოხსნა. გლაზგოშიც ყველა დროის რეკორდი დამყარდა 31.9 გრადუსი.

ომანის ქალაქ ქურიეთში 26 ივნისის ყევლაზე დაბალი ტემპერატურა 24 საათის მანძილზე 42.6 გრადუსი იყო, რომლითაც კიდევ ერთი ახალი რეკორდი დამყარდა.

გაერთიანებულ სამეფოში საშუალო ტემპერატურა 34.8 გრადუსი იყო. ეს კი რიგით მესამე ყველაზე თბილი ივნისი იყო 1910 წლიდან დღემდე.

ჰამპრიმ ასევე თქვა, რომ ჩრდილოეთ სერბეთიც კი სიცხეში გაეხვა. იქ მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსს აჭარბებს.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე1
ზაზა მიროტაძე1
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0