ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატი: „დიდება უკრაინას" - დომაგოი ვიდა 2018, 10 ივლისი, 11:58 როდესაც ხორვატმა ცენტრალურმა მცველმა, დომაგოი ვიდამ, რუსეთთან მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ იყვირა „დიდება უკრაინას“, ეს გვახსენებს იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან ვერ განცალკევდება, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ვლადიმერ პუტინი. ვიდა, რომელიც უკვე 5 წელზე მეტია კიევის დინამოს ღირსებას იცავს, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათლად ჩანს, რომ მადლობას უხდის უკრაინელ ფანებს მხარდაჭერისთვის მწვრთნელის თანაშემწე ოგნიენ ვუკიევიჩთან ერთად, . ვუკიევიჩმა, რომელიც ასევე თამაშობდა კიევის დინამოში რამდენიმე წლის მანძილზე, ინტერნეტში ვიდეო ატვირთა, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი გუნდის დამარცხებას „გამარჯვება დინამოსა და უკრაინისთვის“ უწოდა. ვიდეოში ასევე ჩანს ვიდა, რომელიც ამბობს : „ დიდება უკრაინას“. „ვიმედოვნებ, ეს მესიჯი სხვაგვარად არ გაიგება“ თქვა ვიდამ, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა ხორვატია რუსეთის მატჩში და პენალტების სერიაშიც ზუსტად დაარტყა. ორშაბათს ხორვატიის ფედერაციამ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვუკიევიჩი ვიდეოს გამოქვეყნების გამო ნაკრებიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ კი მწვრთნელის ასისტენტმა და ვიდამ ბოდიში მოიხადეს და ამბობდნენ, რომ მათ არ განუძრახიათ პოლიტიკური შინაარსის ვიდეოს შექმნა. გავრცელებული ინფორმაციით დომაგოი ვიდა ინგლისის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, თამაშს შეძლებს. 59 შეფასება არ არის
|