x
მეტი
  • 15.11.2018
  • სტატია:82759
  • ვიდეო:334247
  • სურათი:440386
ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ გვშურს სელებრითების შვილების, რადგან ისინი სიმდიდრესა და სახელს მშობლებისგან მიიღებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა მშობელი არ აპირებს მემკვიდრეობის შვილებისთვის დატოვებას. სტინგმა, ბილ გეითსმა, ჯორჯ ლუკასმა და ბევრმა სხვა ცნობილმა ადამიანმა უკვე განაცხადა, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს.


სტატიაში გაგაცნობთ ცნობილ მშობლებსა და მათ შვილებს, რომლებიც მემკვიდრეობის გარეშე რჩებიან. სტატიის ბოლოს კი ბონუსი შეგხვდებათ და გაიგებთ, ვინ დაამკვიდრა შვილების ქონების გარეშე დატოვების ტენდენცია.








13. ბილ გეითსი


ბილ გეითსმა ვარენ ბუფეტთან ერთად დაარსა "გაცემის პირობა", ეს არის მილიონერებისა და მილიარდელების ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერითაც ისინი თანხმდებიან, რომ თავიანთ ქონებას ქველმოქმედებას გადასცემენ. დაწესებულებაში უკვე 78 მილიარდ დოლარზე მეტია შენახული, ფული კი ხელმომწერთა გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად დაემატება. ბილ გეითსი ამბობს, რომ ბავშვებმა თავად უნდა იმუშაონ და გაიგონ, რა მნიშვნელოვანია შრომა.

image








12. ბარონ ჰილტონი


ბარონ ჰილტონმა, ცნობილი სასტუმროების ქსელ "ჰილტონის" მფლობელმა, განაცხადა, რომ თავისი ქონების 97%-ს ქველმოქმედებას გადასცემს. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ პერის ჰილტონს, ბარონის ქალიშვილსაც უკავშირდება. როცა პერისი მთვრალი დაიჭირეს მანქანის საჭესთან, მამამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ პერისი უკვე თავადაც კარგ ფულს აკეთებს, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მამის ქონებიდან ის 47 მილიარდ დოლარს კარგავს.

image








11. მაიკლ ბლუმბერგი


მილიარდელ მაიკლ ბლუმბერგსა, მსოფლიო ფინანსური სამსახურის შემქმნელსა და მენეჯერს, ასევე აშშ-ს ყოფილ მერს, ხელი აქვს მოწერილი "გაცემის პირობაზე", ანუ ისიც თავის მთლიან ქონებას ქველმოქმედებას გადასცემს. მან ანდერძით დაუტოვა 34 მილიარდი დოლარი არაკომერციულ ორგანიზაციებს ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში. თავისი გადაწყვეტილება მარტივად ახსნა - საუკეთესო რამ, რისი მიცემაც შვილებისთვის შეუძლია, მათ გარშემო უკეთესი სამყაროს შექმნაა.

image








10. ტედ ტერნერი


CNN-ის დამაარსებელმა, ტედ ტერნერმა, 1990 წელს "ტერნერის ფონდი" შექმნა, რომელიც მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. 2010 წელს კი ისიც შეუერთდა "გაცემის პირობას". ტერნერის თქმით, ამჟამად ის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით ცხოვრობს, რადგან მთელ ფულს სხვადასხვა ფონდებში რიცხავს. მისი შვილებიც იზიარებენ მამის ფილანტროპიულ ხედვებს და მუშაობენ ოჯახის ფონდის განვითარებისთვის.

image








9. ელტონ ჯონი


ელტონ ჯონმა და დევიდ ფარნიშმა გადაწყვიტეს, ქონება ვაჟიშვილებისთვის არ დაეტოვებინათ. მუსიკოსი და მისი მეუღლე 53 მილიარდ ევროს ქველმოქმედებას აძლევენ. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სურთ, ბავშვებს ასწავლონ პატივისცემა, შრომისმოყვარეობა და ფულის ფასი. "ბავშვს ვერცხლის კოვზი არ უნდა მისცე - ეს მთელ მის ცხოვრებას გაანადგურებს", - აცხადებს ელტონ ჯონი.

image








8. მარკ ცუკერბერგი


მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლეც შეუერთდნენ "გაცემის პირობას". ჩან ცუკერბერგს სურს, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ჯანდაცვის, განათლების განვითარების და სოციალურ პროგრამებს. მათი ქონების 99%, რაც 63.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ქველმოქმედებას მოხმარდება, დანარჩენი კი შვილებს გადაეცემათ მემკვიდრეობით.

image








7. ჯინ სიმონსი


ჯგუფ "KISS"-ის ლეგენდარულმა ბასისტმაც გადაწყვიტა, თავისი ქონება ქველმოქმედებისთვის გადაეცა. თითქმის მთლიანი თანხა, რაც მუსიკოსმა გამოიმუშავა, 300 მილიონი დოლარი, არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაეცემა. ჯინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მის შვილებს დაეხმარება, ისწავლონ დამოუკიდებლად "ფრენა" და იპოვონ საკუთარი გზა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკი და სოფია მიიღებენ თანხას ქირისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

image








6. ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი


ეშტონმა და მილამ განაცხადეს, რომ მემკვიდრეობა და მსხვილი ფონდები ბავშვებს მოტივაციას უკარგავს და არ აძლევს საშუალებას, თვითონ გაიკვალონ გზა და შექმნან რამე ღირებული. ამიტომაც, ამ ცნობილი წყვილის ფულიც ქველმოქმედებას გადაეცემა მათი სიკვდილის შემდეგ. თუმცა, ეშტონმა ისიც თქვა, რომ თუ მისი შვილი კარგ ბიზნეს გეგმას წარუდგენს, ის სიამოვნებით გახდება ინვესტორი მამა.

image








5. სტინგი


სტინგმა, იგივე გორდონ მეთიუ თომას სამნერმა (სულაც არაა გასაკვირი, რომ მან ზედმეტსახელი დაირქვა), წარმატებას თვითონ, დამოუკიდებლად მიაღწია და არ სურს, შვილებს შეუშალოს ხელი წარმატების თავად მიღწევაში. ასევე, მომღერალმა განაცხადა, რომ თავის მემკვიდრეებს ის ქონებას საერთოდ არ დაუტოვებს, რადგან მთელი ფულის დახარჯვას თავად აპირებს.

image








4. ჯეკი ჩანი


ჯეკი ჩანის ვერცერთი შვილი, კანონიერიც და ქორწინებისგარეშეც, მამის ქონებას ვერ მიიღებს. ჯეკს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი თავის ქორწინებისგარეშე დაბადებულ ქალიშვილთან, მაგრამ მისი გადაწყვეტილება კანონიერი შვილისთვის, ჯეისი ჩანისთვის, ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. თავდაპირველად მსახიობი აპირებდა, თავისი ქონების ნახევარი გადაეცა ქველმოქმედებისთვის, მაგრამ 2012 წელს მან აზრი შეიცვალა და მთელი ფულის გაცემა გადაწყვიტა. გადაწყვეტილება მარტივად ახსნა - თუ ჯეისი ფიქრობს, რომ ამ ფულს იმსახურებს, მაშინ თავად შეძლებს მის გამომუშავებას.

image








3. პიერ ომიდაარი


eBay-ის დამფუძნებელის, პიერ ომიდაარს, 8.1 მილიარდი დოლარი აქვს გამომუშავებული და ამბობს, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე მის ოჯახს სჭირდება. ასევე, ომიდაარი ფიქრობს, რომ ფული ხელებში შესანახი კი არაა, ის მუდმივად უნდა ამუშაო. მის შემთხვევაში, ფული საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობს. ომიდაარმაც მოაწერა ხელი "გაცემის პირობას" და მთელი თავისი ქონების ქველმოქმედებისთვის გადაცემას აპირებს.

image








2. ჯორჯ ლუკასი


Star Wars-ის (ვარსკვლავური ომები) შექმნის შემდეგ ჯორჯ ლუკასს ფულის პრობლემა აღარ ჰქონია, მაგრამ მაინც არ აპირებს თავისი ქონების 4 შვილისთვის გადაცემას. ისიც შეუერთდა "გაცემის პირობას", 4.5 მილიარდი დოლარი უკვე ჩადო განათლებაში და დანარჩენი ქონების ქველმოქმედებისთვის გადაცემასაც აპირებს.

image








1. გორდონ რამსეი


გორდონ რამსეი და ტანა ჰათჩესონი ამბობენ, შვილებს ზრდიან იმ აზრით, რომ ფული ცხოვრებაში მთავარი არაა და მთელი სიცოცხლე მის დევნაში არ უნდა გალიონ. გორდონი იმასაც ამბობს, რომ თვითმფრინავით მგზავრობისას მისი შვილები ეკონომ კლასით დაფრინავენ, მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდამ პირველ კლასს ირჩევენ. მისტერ და მისის რამსეიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შვილები სრულად დაეცვათ დიდი ფულის მავნე ზეგავლენისგან და მთელი ქონება ქველმოქმედებისთვის გადაეცათ.

image









ბონუსი: ენდრიუ კარნეგი


ენდრიუ კარნეგი შეიძლება მივიჩნიოთ შვილების ფულის გარეშე დატოვებისა და ქონების ქველმოქმედებისთვის გადაცემის ტრენდის დამამკვიდრებლად. 1889 წელს მან დაწერა წიგნი "The Gospel of Wealth", სადაც ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც მდიდარი კვდება, კვდება პატივმიუცემელი. მან თავის ცოლსა და ქალიშვილ მარგარეტს დაუტოვა მხოლოდ ცოტაოდენი ქონება და ფული, რაც საკმარისი იქნებოდა კარგი ცხოვრებისთვის ფუფუნების გარეშე. კარნეგმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი სახელი ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიიდან ამოეშალათ.

image





ყველა ადამიანს სამყაროს თავისებური ხედვა აქვს და მართლა სასიამოვნოდ გასაოცარია, როცა მდიდრებს სურთ, თავიანთი ფულით სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით მათ გადაწყვეტილებას? გაგვიზიარეთ♥






3
836
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
836
  
ამას ჰქვია განვითარების მაღალი დონე რაც არა აქვთ ქართველ დედიკო - მამიკოებს, შვილებს რომ ცივ ნიავს არ აკარებენ და ამით მათ დაჩლუნგებას უწყობენ ხელს!
5 ივლისი, 13:53
ძალიან მომეწონა ეს სტატია , და მთავარი იდეაც
4 ივლისი, 22:10
იმენა უკუღმა დასამარხები არიან :))) თავქვე
0 1 3