x
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს

image

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბოლო 2 თვის განმავლობაში საზღვაო მაშველებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს. დამატებულია 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მაშველები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ როგორც სანაპირო ზოლზე, ასევე შესაბამისი ტექნიკით – ზღვაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შტორმია მოსალოდნელი, მავშველები მონიტორინგს კოშკურიდან განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ საზღვაო ზოლზე მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 8 არასრულწლოვანია.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ნიუსგოგონა
ნიუსგოგონა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0