x
მეტი
  • 21.06.2018
  • სტატია:78017
  • ვიდეო:330771
  • სურათი:433967
ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კურიოზები მსოფლიო ჩემპიონატიდან

image

დღეს რუსეთში სტარტს აიღებს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ალბათ წლევანდელი ჩემპიონატიც გვაჩუქებს საინტერესო, მხიარულ და კურიოზულ ეპიზოდებს, მანამდე კი გავიხსენოთ ყველაზე კურიოზული და სასაცილო მომენტები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან:


1)ჩამძვრალი ტრუსი-1938 წლის ჩემპიონატზე იტალიელ ჯუზეპე მეაცას ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიის წინააღმდეგ, პენალტის შესრულების წინ ტრუსის რეზინა გაუწყდა, ცალი ხელით ტრუსი ეჭირა და ისე დაარტყა პენალტი, გატანილი გოლის შემდეგ მაყურებლებისკენ გაემართა და სიხარულის ნიშნად ორივე ხელი ასწია, შესაბამისად, ტრუსი ჩაძვრა....

image


2)მეფეებიც ცდებიან-1970 წლის ჩემპიონატზე ურუგვაის წინააღმდეგ ნახევარფინალურ მატჩში პელემ თავის საუკეთესო ფინტის წყალობით მეკარე მოატყუა და.... ცარიელ კარში ააცილა.



3)პერუს ნაკრების მეკარე - რამონ კიროგა პირველი მეკარე იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც თანაგუნდელებს ეხმარებოდა და მეტოქის მეორე ნახევარზე თამაშობდა, დღეს ვეღარავის გააკვირვებ მსგავსი საქციელით, თუმცა 1978 წელს ეს სიახლე იყო, მით უმეტეს ფიფა-ს წესების მიხედვით მეკარის სივრცე შეზღუდული იყო. პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ კიროგამ პოლონელი გჟეგოჟ ლატო რაგბის ილეთით შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.



4)თამაშში შეიხი ჩაერია-1982 წელს ქუვეითი საფრანგეთთან 3:1 აგებდა, როდესაც ჟირესმა მეოთხე გოლი გაიტანა, თუმცა ქუვეითმა გააპროტესტა, ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ მსაჯის სასტვენის ხმა მოესმათ და შეჩერდნენ, რამაც საშუალება მისცა ჟირესს, გოლი გაეტანა, თამაში 6 წუთით შეწყდა, მოედანზე გამოვიდა ქუვეითის შეიხი ფახიდ ალ-აჰმად ალ-საბაჰი და საბჭოთა მსაჯს, მიროსლავ სტუპარს მოსთხოვა გოლის გაუქმება. სტუპარი დათანხმდა. საფრანგეთმა თამაშის დასასრულამდე 1 წუთით ადრე მაინც მოახერხა მეოთხე გოლის გატანა, სტუპარს კი დისკვალიფიკაცია მისცეს და შეჯიბრებიდან მოხსნეს.


5)"ღმერთის ხელი"-1986 წლის ჩემპიონატზე მარადონამ ხელით გაიტანა გოლი ინგლისის წინააღმდეგ 1/2 ფინალში, ინგლისელთა პროტესტის მიუხედავად, მსაჯმა გოლი ჩათვალა, მიიჩნია, რომ მარადონამ თავით დაარტყა ბურთი. საბოლოოდ, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით მარადონამ პრესკონფერნციაზე განაცხადა:"ეს იყო ნაწილობრივ მარადონას თავი და ნაწილობრივ ღმერთის ხელი".


6)როჟე მილას კურიოზული გოლი - კოლუმბიელი მეკარე, რომელიც ცნობილი იყო თავისი უცნაური გამოხტომებით, საბოლოოდ დაისაჯა, კამერუნელმა როჟე მილამ აართვა ბურთი და ცარიელ კარში გაიტანა, რამაც აფრიკულ გუნდს პირველად ისტორიაში 1/4 ფინალის საგზური მოუტანა 1990 წლის ჩემპიონატზე.


7)სცენარი ჩაფლავდა - აშშ-ში ჩემპიონატის გახსნაზე 1994 წელს სცენარის მიხედვით, მომღერალ დაინა როსს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან კარში უნდა დაერტყა, ამის შემდეგ კარი შუაზე გაიხლიჩებოდა..თუმცა მოღერალმა ბურთი კარს ააცილა.



8)რობერტო ბაჯოს პენალტი - ძირითად დროში 1994 წელს ბრაზილის და იტალიის ნაკრების მატჩის დროს ახალი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გამოვლინდა, ბედი "საფეხბურთო ლატარეას"- პენალტებს უნდა გადაეწყვიტადა. ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ(ბოლობოლო ბაჯომ "გაქაჩა" იტალიის ნაკრები ფინალამდე), სწორედ მან ააცილა გადამწყვეტი პენალტი.


9) ფეხბურთია თუ ჭიდაობა - 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გაიმართა ყველაზე უხეში მატჩი, რაც აქამდე არსებულა, ხორვატია-ავსტრალიას შორის, ინგლისელმა მსაჯმა, გრენ პოლმა 6-ჯერ ყვითელი და 3-ჯერ წითელი ბარათი აჩვენა მოთამაშეებს.


10)მიულერს ფინტი არ გამოუვიდა - 2014 წელს ალჟირის წინააღმდეგ მატჩის დროს საჯარიმო კომბინაცია თაომას მიულერს არ გამოუვიდა, იგი დაეცა.


0
200
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0