x
image
worldsport.ge
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბლინდში 12 მილიონს იხდის

imageBBC-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" მცველ დალეი ბლინდში 12 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
"წითელმა ეშმაკებმა" 24 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოხატეს. ესპანეთის წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (5:1), "მფრინავი" ჰოლანდიელების მცველმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და "მანჩესტერიც" ტრანსფერზე უფრო აქტიურად ამუშავდა.
მომავალი სეზონიდან "იუნაიტედის" თავკაცი "ნარინჯისფერთა" ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იქნება და დიდი ალბათობით ჰოლანდიელი სპეციალისტი 24 წლის მცველის გადაბირებას მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონის გასულ სეზონში დალეი ბლინდმა 29 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0