x
image
worldsport.ge
“მონაკო” ორი ქულით დასაჯეს

imageსაფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ, გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობების გამო, ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში აღზევებული “მონაკო” 2 ქულით დასაჯა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გასულ სეზონში “ლე მანთან” მოგებული მატჩის შემდეგ ფანების მიერ მოწყობილი არეულობა გახდა. სწორედ ამ თამაშის მოგების შემდეგ გაინაღდეს მონაკოელებმა ლიგა 1-ში თამაში და ეს ფაქტი გულშემატკივარმა არცთუ კორექტულად აღნიშნა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ფანები მოედანზე გადაცვივდნენ და შეხვედრის მთავარ მსაჯს შეუტიეს.
“გავითვალისწინეთ ყველა სერიოზული დარღვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “მონაკო” ერთ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს. გარდა ამისა, ის ახალ სეზონს -2 ქულით დაიწყებს და კიდევ 1-ქულიანი პირობითი სასჯელი ექნება”, - წერია პროფესიული საფეხბურთო ლიგის განცხადებაში.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0