x
image
worldsport.ge
“არსენალმა” სანოგო გაიფორმა

image20 წლის ფრანგი თავდამსხმელი იაია სანოგო “არსენალში” გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მან “მეთოფეებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იაია სანოგო, აქამდე, “ოსერში” თამაშობდა. 2010-13 წლებში, ფრანგული კლუბის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 24 თამაშში მან 11 გოლი გაიტანა.
ამჟამად, სანოგო, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს.


www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0