x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
ერთი ემოციური ისტორია ემიგრანტისა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ!

საბერძნეთში უნდა წევიდე! კატეგორიული ტონით განუცხადა ნაზიკომ ოჯახს.. ჯერ ქმარმა გამოხედა სათვალის ქვევიდან და მერე შვილებმა ახედეს ალმაცერად. -ხო, რას მიყურებთ? მთელი ქვეყანა წასულია და მე რავა ვერ მოვუვლი მოხუცებს?! ერთი კვირა სულ ასეთი ტონით დააბიჯებდა ნაზიკო ოჯახში და ბოლოს და ბოლოს, გადაწყდა: -წადი! დაიწყო სამზადისი, ჯერ კბილები გაიკეთა, ცოტა თმა შეილამაზა და შეიღება.. -რავა გალამაზებულხარ ნაზიკო გოგო, შეიცხადეს მეზობლებმა. -რა ვქნა, ევროპაში მათხოვარივით ხომ არ წავალ?! იუკადრისა ნაზიკომ და გულში გაიფიქრა: -მეიცა, მალე დაგანახვებთ ჩემს ეზოში სასახლეს ! რავარი სტენკა დავდგა ზალაში და გავატკიცინო სახლი.. ჩემს ბიჭსაც კაი მანქანას ვუყიდი და კი ჩამოვალ მერე..


image


დაადგა ნაზიკო ასე იმედებით ევროპის გზას. გზაში ქართველი ქალები ისე უბოლებდნენ სიგარეტს, ლოყაზე ირტყა ხელი.. -დედაა ჩემი სიკვდილი, ქალები ჰქვია ახლა ამგენს?! როგორც იქნა შედგა ფეხი ევროპაში. ახალჩამოსულმა ენაც არ იცოდა, ძლივს იშოვა სამსახური და ასე დაიწყო ახალი ცხოვრება..... რამდენჯერ გზაა აებნა და ტაქსით გადაწყვიტა მისამართზე მისვლა.. -რა გქვია?! ჩაეძია ტაქსის შოფერი, -ვინ გკითხავს, მე რა მქვია, წინ იხედე! ტონი არ შეცვალა ნაზიკომ.. გულში გაიფიქრა: -მე აქანე ამისთვის კი არ ჩამოვსულვარ, ჩემი ოჯახის ფეხზე დასადგომად ვარ აქ! სიამაყით მანქანის მინის იქეთ მდგომ ადამიანებს გახედა და გაეღიმა... არ იყო ნაზიკო ცუდი ქალი, ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. ღამით ხშირად ტიროდა მაგრამ, ოჯახი ფეხზე დააყენა. იყო მისთვის და სიხარულით ფუთავდა ამანათებს შვილებისათვის.. -ლამაზი ქალი ხარ გავიცნოთ ერთმანეთი? დახვდა წერილი მესენჯერში.


-დედააა.. შეჰყვირა და ლოყაზე ხელი მიირტყა. -მიწა დაგაყარე მაგ ხელებზე შენო ! ასე ნელა გადიოდა წლები. გავიდა 10 წელი. ბოლოს გადაწყვიტა, ოჯახს დაჰბრუნებოდა.. სიურპრიზი მოეწყო... ეზოს ჭიშკარი შეაღო.. გულმა რეჩხი უყო. რაღაც ისე აღარ იყო, როგორც დატოვა. არ იდგა მისი პატარა სახლი, ხოო ის სასახლე იდგა, რითიც მეზობლები უნდა გაეოცებინა... კარი შეაღო.... როგორ ელოდა ვინმე გამოიქცეოდა და კისერზე მოეხვეოდა. ცივი სახეების მეტი ვერაფერი დაინახა. ცრემლი მოერია ნაზიკოს. -რა გავაკეთე?! გაიფიქრა და... ხელით მიასწავლეს .. -იქ დაწექი, შენი ოთახი ის იქნება (ო)... -ოთახიც შეუცვლიათ.....


ლოგინზე გულაღმა დაემხო და ტირილი დაიწყო.. როგორ ელოდა, სიყვარულით სავსე სახეებს. მონატრების ცრემლებს მაგრამ, ამაოდ... იწვა “სასახლის" ერთ ოთახში ერთი უბრალო ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილებისათვის და ამ დროს ყველაფერი დაკარგა !










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის სიანტერესო}


1. „გომბორზე, ავარიისას დაღუპულ გოგონას სამღვდელოება წესს არ უგებს!"

2. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...(II ნაწილი)

3. მეუღლეს ტურისტულ ავტობუსში ვუღალატე!" - ცნობილი მომღერალის შოკისმომგვრელი აღიარება

4. სამაშველო გემზე ქმარი ავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა - ერთი შეხედვით ნუ განსჯით ადამიანებს!

5. 7 შოკისმომგვრელი დამთხვევა, რომელიც განცვიფრებულს დაგტოვებთ!

0
87
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0