x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
შუახევში ქმარმა ცოლი გამოიტყუა და მდინარის პირას ყელი გამოჭრა
image


შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მოკლული 33 წლის ქალია.



არსებული ინფორმაციით, ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.


მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის კაცი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. საზარელ მკვლელობას შუახევში თვითმხილველები არ ჰყავს, პოლიციას კი ამბავი ბრალეულის ძმამ შეატყობინა, როდესაც ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა დაურეკა.


შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მკვლელობის მიზეზი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობაა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს

0
210
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0