x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორც უმსხვილესი გერმანული გამომცემლობა BILD-ი იუწყება, უკრაინას წელსვე ექნება ძალიან დიდ მანძილზე მოქმედი დრონები

image
ვიცნობ რა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებს, ჯერ კიდევ შარშან ვწერდი, რომ უკრაინა მოკლე ხანებში რუსეთს შესთავაზებდა უამრავ სიურპრიზს, რაც ძირითადად უკრაინული წარმოების მძიმე ტექნიკის, ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსების და შორი მოქმედების რადიუსის დრონების სახით იქნებოდა წარმოდგენილი.


სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა დრონმა რუსეთის საჰაერო სივრცეში 100 კილომეტრი იფრინა და ზუსტად დაარტყა ირანული დრონ-შაჰიდების მწარმოებელ საწარმოს, რის შედეგადაც საწარმოს რკინაბეტონის სახურავი ჩაინგრა და საწარმოს სამუშაო პროცესი მთელი 100%-ით პარალიზირდა.
გარდა ამისა უკრაინული დრონები ხშირად "აწიოკებენ" რუსული "გაზპრომის" ობიექტებს რუსეთის სიღრმეში, ისევე, როგორც რუსეთის ჰიდროელექტროსადგურების მაღალი ძაბვის ქვესადგურებს და ნავთობის და ზოგადად სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზებს.

ამჯერად გერმანულმა ცნობილმა გამომცემლობა "ბილდმა" უკრაინულ და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წელსვე უკრაინელები დასავლეთისაგან შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების ამაო მოთხოვნის შემდეგ, რუსეთის შორეულ სამხედრო ბაზებზე იერიშს მიიტანენ უკრაინული წარმოების შორი მოქმედების დრონებით, რომელთა მოქმედება ძვირადღირებულ დასავლურ რაკეტებთან შედარებით ბევრად ეფექტური იქნება, რადგან აღნიშნულ დრონებს მლიანად უკრაინა აწყობს და მისი აწყობა რაკეტის ფასისგან განსხვავებით მიზერულია.


თუ აქამდე უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრით შემოიფარგლებოდა, " BILD"-ის ინფორმაციით უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსი რეალურად მკვეთრადაა გაზრდილი და მისი მოქმდების რადიუსი უკვე 2000 კილომეტრს აღემატება.


ამ დრონებს შეეძლებათ ჩანაცვლონ საშუალო და შორი რადიუსის რაკეტები.

ახალ უკრაინულ დრონებს თავისუფლად შეეძლებათ შეუტიონ სამიზნეებს, მაგალითად მურმანსკის ოლქს. მურმანსკის ოლქში განთავსებულია 80-დე სამხედრო ბაზა, მათ შორის მურმანსკიდან 92 კილომეტრით დაშორებულ, "ოლენიას" აეროდრომს, სადაც ბაზირებს სტრატეგიული მნიშვნელობის ბომბდამშენები, რომლებიც ბომბავენ უკრაინას.

რუსეთმა გახნა "პანდორას ყუთი", რაც "ბუმერანგის პრინციპით" უკანვე მიუბრუნდება მას.

0
114
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114