x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78044
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
პოეზიის ჟანრული მიმართულებანი

image

პოეზია-ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო მის მნიშვნელობასთან ერთად. მთელი მხატვრული ლიტერატურა, ფართო მნიშვნელობით, წარმოდგენილია პროზითა და პოეზიით. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება.
ლექსსა და პროზას შორის არსებობს გარდამავალი ჟანრები: რიტმული პროზა, ლექსი პროზად და ლირიკული პროზა.
ლირიკა- ლიტერატურული გვარი, რომელიც ეფუძნება ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობის სუბიექტურ ასახვას შიგახედვის პოზიციიდან და მიმართულია სულიერ-ცნობიერებით და მგრძნობელობით სფეროზე. ლირიკა გამოირჩევა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის მრავალფეროვნებით, ინტონაციური კომპოზიციითა და ასოციაციური სახეებით. ის შეიძლება იყოს აღწერითი და მედიტაციური.
მეტრულ წესრიგს გაუმორჩილებელ ფორმას ლექსისა ვერლიბრი ანუ თავისუფალი ლექსი ეწოდება. ტერმინი ფრანგულია. მისი შემოღება დაკავშირებულია ინგლისელი უოლტ უიტმენის, ბელგიელი ვერჰარნისა და ფრანგი სიმბოლისტების სახელებთან.
ქართულ სინამდვილეში ვერლიბრის პირველი ნიმუშები გვხვდება „ცისფერყანწელთა“ და გალაკტიონის პოეზიაში. იგი აღორძინდა 70-იანი წლებში (ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა). თანამედროვე ლიტერატურაში ვერლიბრმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი.
ვერლიბრში აქცენტი ფრაზაზეა გადატანილი. ამიტომ მისი რიტმი მოშვებულია, არ ახასიათებს ინვერსია, სტრიქონის რიტმული გამძაფრება. მისთვის ნიშანდობლივი არ არის მეტაფორულობა.
ვერლიბრის თემატიკა, შინაარსი, განწყობილებანი გაუცხოვებულ, არაჩვეულებრივი, არაორდინალურია. თეთრი ლექსი ურითმო ლექსს ჰქვია. თავდაპირველად ლექსი ურითმო იყო, პოეზიის განვითარების გარკვეულ ეტაპზე რითმა გაჩნდა, მაგრამ დადგა დრო და ლექსის ცალკეულ ნიმუშებს კვლავ ჩამოსცილდა რითმა .
ქართულ პოეზიაში თეთრი ლექსი გრიგოლ ორბელიანმა შემოიტანა.
მსოფლიო პოეტიკაში გავრცელებულია ლექსთა სახეები, რომლებსაც მყარ სალექსო ფორმებს ძირითადად გნსაზღვრავს სტროფიკა და გარითმვის სისტემა. ეროვნული ფორმებია შაირი, მობილური, ჩახრუხაული, რუსთველური.
სულხან-საბა ორბელიანის სახელთანაა დაკავშირებული რამდენიმე ახალი სალექსო ფორმის შექმნა . უცხოური სალექსო ფორმებია: მუხამბაზი, მაჯამა, სონეტი, ტრიოლეტი, ოქტავა.
ლექსისა და პროზის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი ევფონიაა. იგი საკუთრივ ლექსის თვისებაა.
ზოგდი განმარტებით ევფონია კეთილხმოვანებას ნიშნავს, ამიტომ რითმასთანაცა დაკავშირებული და რიტმთანაც. ევფონიას თავისი სახეები აქვს : ალიტერაცა ასონანსი და ხმაბაძვა .

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
15