x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იოსებ სტალინი - უფრო რუსი ,ვიდრე წითელი
საბჭოთა კავშირში დიდხანს ავტომობილების საქარე მინებს სტალინის პატარ-პატარა ფოტოები ამშვენებდა, თუმცა კაცი, რომელსაც “ხალხის მამას“ უწოდებდნენ, ისტორიამ, მართალია, აითვალწუნა, მაგრამ სანაგვეზე მაინც ვერ მოისროლა.

image

გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლიდან, მისი სხეულიც მავზოლეუმში ინახებოდა, ლენინის გვერდით, ქალაქ მოსკოვში, მაგრამ 1961 წლის 31 ოქტომბერს, ის კრემლის ეზოში დაკრძალეს მეორე რანგის კომუნისტ მოღვაწეებთან ერთად. ამით მან, გარკვეულწილად, დაკარგა საბჭოთა სოციალისტურ რსპუბლიკათა კავშირის შემქმნელის თანასწორი სტატუსი.


ეს იყო ნიკიტა ხრუშჩოვის გადაწყვეტილება, სსრკ-ს მეორე გენერალური მდივნის, რომელიც კომუნისტური პარტიის 22-ე ყრილობს უძღვებოდა და, რომელსაც “დესტალინიზაციის პოლიტიკის“ წარმოება ჰქონდა გადაწყვეტილი.



სტალინის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე საკამათოა თემებია. იოსებ ბესარიონის–ძე ჯუღაშვილი, დაბადებული 1878 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პატარა ქალაქ გორში, ერთდროულად გახდა ქართველების აჯანყების სიმბოლო “დიდი რუსი ძმის“ წინააღმდეგ და, ამავდროულად, დამპყრობლური ცარისტული პოლიტიკის გამგრძელებელი, რაზეც რუსეთის იმპერია იყო დაფუძნებული.

როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, 1922 წელს, პოსტრევოლუციურ რუსეთს უკვე დაკარგული ჰქონდა: პოლონეთი, ფინეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა.


მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ქვეყნები, ფინეთის გარდა, “სოციალისტურმა ბანაკმა“ სრულად დაიბრუნა და იმპერია ელბამდე გაფართოვდა, ანუ ორად გაყოფილ გერმანიამდე.


რთული ასახსნელია, რას ეფუძნება კომუნისტური, იგივე სტალინის რეპრესიული რეჟიმის ნოსტალგია. შესაძლოა, ქაოსურ დროში წესრიგის შენარჩუნების ილუზიას ან ფასების ხელოვნურად კლების ეკონომიკურ მოდელს მზარდი ინფლაციის პირობებში. ალბათ უფრო იმედს...image


/სტატია ნათარგმნია ჟურნალ “ ლე მონდიდან“ გამოქვეყნებული : 2014 წლის 11 დეკემბერს, ავტორი -დანიელ ვერნე/


2
425
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
425
  
2018, 23 ივნისი, 9:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 12 ივნისი, 9:56
ეს ქალი ვინაა?
0 1 2