x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81839
  • ვიდეო:333849
  • სურათი:439052
"მიყვარს ჰუდები. მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ და თან ის ღიპსაც მალავს."-ჯერედ პადალეკი

image


ჯერედ პადალეკი 1982 წლის 19 ივლისს დაიბადა სან-ანტონიოში; გაიზარდა ტეხასში. იგი პოპულარული გახდა სატელევიზიო სერიალით "გილმორის გოგოები", ასევე, რამდენიმე ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ფილმებით, როგორებიცაა "ნიუ-იორკის წამი", "ცვილის ფიგურების სახლი", თუმცა მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი, ალბათ, სემ ვინჩესტერია, საშინელებათა სერიალ "ზებუნებრივიდან".


image


მას ჰყავს უფროსი ძმა ჯეფი და უმცროსი და-მეგანი. 12 წლის ასაკში შეუდგა სამსახიობო გაკვეთილებზე სიარულს. დაამთავრა ჯეიმზ მედისონის სახელობის სამსახიობო სკოლა სან-ანტონიოში. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი გადავიდა ლოს-ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.


image


2008 წელს ჯერედმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "ტომას კინკეიდის საშობაო კოტეჯი", სადაც განასახიერა ამერიკელი მხატვარი ტომას კინკეიდი.

2009 წელს ჯერედმა მიიღო მთავარი როლი საშინელებათა ფილმში "პარასკევი.13." ფილმის გახსნა 13 თებერვალს მოხდა. პადალეკი განასახიერებს კლეი მილლერს, პერსონაჟს, რომელიც იდუმალი ტბისკენ დაკარგული დის საძიებლად მიდის.


image


სერიალ "ზებუნებრივის" გადაღებები 2005 წელს დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს, სულ 13 სეზონია, ოქტომბრისათვის ერთგული მაყურებელი ელოდება მე-14 სეზონსაც.


image


რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ჯერედ პადალეკის გამონათქვამები, გაგიზიარებთ ზოგიერთ მათგანს:


"ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც შენზე სიმპატიური, მომხიბვლელი და შენზე მშრომელია."


"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კომედიურ ფილმში. ჩემი ტიპაჟი ამ ჟანრისგან შორს დგას და ეს ცდის სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებს."


"მიყვარს ჰუდები. მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ და თან ის ღიპსაც მალავს."


"არასოდეს შეგეპაროს ეჭვი საკუთარ ძალებში. გამოიყენე ეს ძალა ყველაზე მძიმე მომენტებში და სხვასაც მიაშველე. ზოგჯერ შენი ტკბილი სიტყვა, ჟესტი და დახმარება სხვა ადამიანს მძიმე დღის გადატანაში ეხმარება."


"უბრალოდ, იყავი ის, ვინც ხარ და ადრე თუ გვიან, შენს ცხოვრებაში სწორი ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება!"


"მე სამოთხეც ვიხილე და ჯოჯოხეთიც. ეშმაკით შეპყრობილიც ვიყავი. ამაზე მეტი რაღა უნდა გადამხდეს!"


image

0
62
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0