x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
როგორ გადავეჩვიოთ ხვრინვას
imageხვრინვა ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს ძილისას. გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ხვრინავს, ხელი ეშლება სუნთქვაში, ასევე წუხდებიან გარშემომყოფებიც. გაეცანით ინსტრუქციას და გამოიყენეთ მოცემული რჩევები.



საფეხურები

1. ხვრინვამ რომ არ შეგაწუხოთ, შეეცადეთ დაიძინოთ გვერდზე ან მუცელზე დაწოლილმა - არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ ზურგზე, რადგან ასეთ პოზაში ენის ძირი ნაწილობრივ ეფარება სასულეს, ეს კი ხდება ხვრინვის მიზეზი.

2. ხვრინვის გამომწვევი მიზეზია ასევე ძილის ნაკლებობა: ამიტომ შეეცადეთ ადრე დაწოლას.


3. სიგარეტს ნუ მოსწევთ მაინცდამაინც დაძინებისას. ასევე, ძილის წინ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

4. გაითვალისწინეთ, რომ დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი პრეპარატები ადუნებენ ენის, ხახისა და რბილი სასის კუნთებს, რაც იწვევს ხვრინვას.

5. ინგლისელი ექიმი ჰარვეი ფლეკი ურჩევს ყველას, ვინც ხვრინავს, დაძინების წინ დაღეჭოს მაგარი ხის, პატარა ნაჭერი და მოუჭიროს მას კბილები. ეს პროცედურა, რომელიც იწვევს სახის, კისრისა და ყელის კუნთების დაღლას, თავიდან აცილებს ხვრინვას.

6. დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: დალიეთ ბოლოკის ფოთლისა და ნიახურის ნახარში წყალი.

1
77
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
77
  
2018, 7 ივნისი, 17:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1