x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
ნამცხვარი-ლოკოკინა .მარტივი რეცეპტი

image

ინგრედიენტები(16 ნაჭრისთვის):

კარაქი–60 გრ.

ნაღები–100 გრ.

შაქრის სიროფი–3 ს/კ.

დაჭრილი ნუში–100 გრ.

დარიჩინი–2 ჩ/კ.

ფენოვანი ცომი– 1 შეკვრა;

ვანილი-1 პაკეტი;

შაქრის პუდრი–150 გრ.

პერგამენტი;

მოსამზადებელი დრო:10 წთ.

გასაცივებლად საჭირო დრო:10 წთ.

გამოსაცხობად საჭირო დრო:15-20 წთ.

კალორიულობა:1 ც.=210 კ/კალ.

მომზადება:

1.გაადნეთ კარაქი, შეათბეთ 2 ს/კ ნაღები კარაქთან და სიროფთან ერთად.დაუმატეთ ნუში და დარიჩინი.

2.გააბრტყელეთ ცომი და წაუსვით 1 ს/კ კარაქი, ზემოდან წაუსვით ნუშიანი მასა, გადაახვიეთ სიგრძეზე და შედგით საყინულეში 10 წუთით.

3.გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. გადახვეულ ცომს წაუსვით დარჩენილი კარაქი, მოაყარეთ ვანილი, დაჭერით ისე, რომ გამოვიდეს 16 თანაბარი ნაჭერი და დააწყვეთ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ ღუმელში 15-20 წთ-ის განმავლობაში.

4.გამომცხვარ ლოკოკინებს წაუსვით სიროფი.


0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0