x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ შევარჩიოთ მარწყვი :გემრიელი და რაც მთავარია-ნიტრატების გარეშე
პრაქტიკულად უკვე დადგა მარწყვის სეზონი. გარდა იმისა, რომ მარწყვი ძალია გემრიელია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ А, С-ს და В ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს, უჯრედისს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, რკინას, იოდს, ფოსფორს, კალციუმს, მარგანეცს.imageმარწყვი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების და ზედმეტი სითხის გამოდევნას. თავიდან გვაშორებს თავისუფალი რადიკალების მოქმედების შედეგებს, ემსახურება კიბოს პროფილაქტიკას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. მისი განუმეორებელი გემო კი ანტიდეპრესანტივით მოქმედებს.

თუმცა, მარწყვის სწორად შერჩევა დღეს აქტუალური პრობლემაა. იმისთვის, რომ გემრიელი და რაც მთავარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, უნიტრატო მარწყვი შეარჩიოთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ:


1. სუნი

ყურადღება მიაქციეთ სუნს. მარწყვს თავისი დამახასიათებელი სუნი უნდა ჰქონდეს, თუ ეს არომატი არ აქვს ან განსახვავებული სუნი აქვს, უკეთესია არ შეიძინოთ ასეთი მარწყვი.


მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებში გაზრდილ მარწყვს სასიამოვნო, გაჯერებული არომატი აქვს.

image


2.გარეგნული იერი

ასევე არ ღირს ისეთი მარწყვის ყიდვა, რომელიც პრიალებს. ასეთი მარწყვი დამუშავებულია და უამრავ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ნატურალური კენკრა მშრალი უნდა იყოს, ყოველგვარი სიპრიალის და ზეთოვანი ნივთიერების გარეშე, და ბუნებრივი ფერი და იერი უნდა ჰქონდეს.

image


3.შეფერილობა

გახსოვდეთ-მწიფე და გემრიელ მარწყვს ღია წითელი შეფერილობა უნდა ჰქონდეს. მუქი წითელი ფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კენკრა უკვე ფუჭდება. ამას ვიზუალური დათვალიერებითაც შეამჩნევთ. მუქი შეფერილობა იმინ მანიშნებელიცაა, რომ მარწყვი ნიტრატებს შეიცავს.image


4.ყუნწი

ხარისხის კიდევ ერთი ინდიკატორია-ყუნწი. ყუნწის ფოთლები მწვანე და ნედლი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ მარწყვი ახალი დაკრეფილია. დამჭკნარი, მოშვებული ყუნწები კი იმაზე მიგვანიშნებენ, რომ მარწყვი დიდი ხნის დაკრეფილია და ახალი არ არის.

image


5.ზომა

როცა დიდი ზომის კენკრას ყიდულობთ, ამით შეცდომას უშვებთ. არაბუნებრივად დიდი ზომა-პესტიციდების უხვ რაოდენობაზე მიანიშნებს.

თუმცა, არსებობს მსხვილი ჯიშის მარწყვიც, ამიტომ ზომა პირველ რიგში მის სახეობაზეა დამოკიდებული.

image


6. თესლი

ყურადღება მიაქციეთ თესლს, რომელიც მარწყვის ზედაპირზეა განლაგებული. თუ თესლი ამობურცულია-კენკრა დასამწიფებელია. თუ თესლი თავის “ჩაღრმავებაში" იმყოფება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მარწყვი დამწიფებულია.

image


7. სად შევიძინოთ?

შეეცადეთ ბაზარში იყიდოთ, და არა სუპერმარკეტებში. როგორც წესი, ბაზარში მარწყვს დიდხანს არ ინახავენ და 80% ადგილობრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი დაკრეფილიცაა.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევებიც და მაშინ ნამდვილად სასარგებლო და გემრიელ მარწყვს შეარჩევთ.

image

1
111
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
111
  
2018, 27 მაისი, 17:32
თბილისის ბაზრებში უმეტესად, კარგი მარწყვი იყიდება.
0 1 1