საზოგადოება ,,მის ადგილას მე უნდა ვიყო!"-პრინცის ყოფილი შეყვარებულის სახემ ინტერნეტმომხმარებლები გაამხიარულა 2018, 23 მაისი, 11:41
ქორწილის შემდეგ პრინცის ექს-შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებმაც არ დააყოვნეს და მალე სახუმარო კოლაჟები და მხიარული ჩანაწერებით აივსო ინტერნეტი. ჩელსი ქორწილი ფოტოებში ერთერთ მთავარ პერსონაჟად იქცა. ტვიტერის მომხმარებლებმა ჰეშთეგი “მის ადგილას მე უნდა ვიყო" აიტაცეს და ერთმანეთს ოხუნჯობაში ეჯიბრებოდნენ:“როცა შენი ყოფილი ქორწინდება და შენ ქორწილში ხარ", “მგონი რაღაც აწუხებს"“, შესაძლოა იმედი აქვს, რომ მორე კამილა გახდებაპრიცნი ჰარი და ჩელსი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, მათი რომანი 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ჩელსი პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილსაც ესწრებოდა, რის შემდეგაც განაცხადა:“ასეთი ცხოვრება საჩემო არაა." მიუხედავად ექს-შეყვარებულის ქორწილზე დაფიქსირებული უცნაური გამომეტყველებისა, უნდა ითქვას, რომ ჩელსის ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს, ის უკვე 5 წელია დიდი ბრიტანეთის კულტურის ყოფილი მინისტრის ვაჟს, მეთიუ მაილსს ხვდება. 580 1-ს მოსწონს
|