სხვა დაუმთავრებელი გვირაბი, რომელშიც ადამიანები იკარგებიან 2018, 27 მაისი, 14:01 მისი მოძებნა სულ მარტივად შეიძლება. ის სამხრეთ კალიფორნიაში (აშშ), მოჰავეს უდაბნოში მდებარეობს. უდაბნოს სახელი, იქ მცხოვრები ინდიელების ტომის სახელიდან მომდინარეობს და უდაბნოში გვირაბის არსებობის შესახებ, ყველა ადგილობრივმა იცის. თუ იქ ჩახვალთ და გვირაბში შესვლის სურვილი გექნებათ, არავინ დაგზარდებათ და იქამდე მიგაცილებენ კიდეც. გვირაბის სიგრძე, დაახლოებით, 2 კმ-ია და ის არაერთ საიდუმლოს მალავს. საკმარისია, თუნდაც, მისი შექმნის ისტორიით დავიწყოთ: გვირაბის თხრა ვინმე უილიამ გენრი შმიდტმა დაიწყო. მამაკაცი, წლები მანძილზე, ყოველ ცისმარე დღეს, თხრიდა გვირაბს, რომელიც რეალურად არავის სჭირდებოდა. თავად უილიამი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა მიწისქვეშა გასასვლელის შექმნაზე, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ რას აკეთებდა, მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობდა – ეს უმოკლესი გზა არისო. მაგრამ, სად? ამაზე არაფერს ამბობდა. დღემდე ეს არავინ იცის, მით უმეტეს, რომ უილიამ გენრი, რომელსაც ადგილობრივებმა ჩოჩორი შეარქვეს, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და თავისი საიდუმლო სამარეში წაიღო. ხოლო საიდუმლო, მხოლოს მის ფრაზას კი არა, ბევრ სხვა რამესაც უკავშირდება. მაგ., მშენებლები აღნიშნავენ, რომ გვირაბის შემქმნელი ან ამ საქმის პროფესიონალი იყო, ან მას ვიღაც ეხმარებოდა და რადგან ობიექტზე სხვა არავინ შეუნიშნავთ, გამოდის რომ, მან თავად იცოდა, რას და როგორ აკეთებდა. ეს უცნაური გვირაბი, მისი საიდუმლოს გახსნის იმედით, მეცნიერებმა არაერთხელ შეისწავლეს, მაგრამ... უშედეგოდ. ამიტომ, არავის აქვს, არსაითკენ მიმავალი გვირაბის თხრის გაგრძელების სურვილი. და იქნებ ის დამთავრებულია და მისი საშუალებით პარალელურ სამყაროში შეიძლება გასვლა? და შმიდტმა ამის შესახებ იცოდა... შესაძლებელია, ის სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ მან უარი თქვა ჩენს სამყაროზე და მთელი ცხოვრება გვირაბის თხრას შესწირა?! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: გაიგეთ რა საიდუმლოს მალავს სფინქსი უადგილო არტიფაქტი და კიდევ ერთი საიდუმლო, ჩვენი ისტორიული წარსულიდან
931 7-ს მოსწონს
|