x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაიუმჯობესეთ გარეგნობა ერთ თვეში, სალონებისა და ძვირადღირებული კოსმეტიკის გარეშე
image

ეს პატარა საიდუმლოებები სულ რაღაც ერთ თვეში თქვენს გარეგნობას საგრძნობლად გააუმჯობესებენ, თანაც, არც სალონებში მოგიწევთ სიარული ძვირადღირებულ პროცედურებზე და არც ასევე ძვირადღირებული კოსმეტიკის ყიდვა დაგჭირდებათ:

1. სხეულისთვის

imageმოხარშული ჭარხლის სალათა


ჭარხალი კარგად წმენდს სისხლს. სუფთა, გაწმენდილ სისხლსა და გარეგნობას შორის კი პირდაპირი კავშირია.ამას გარდა, ეს სალათა ასევე კარგად მოქმედებს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე.


არაჟნისა და მარილის სკრაბი

1 ჭიქა ჩვეულებრივი ან ზღვის მარილი შეურიეთ 1 ჭიქა ცხიმიან არაჟანს და საღამოს, შხაპის შემდეგ, მიღებული მასით კარგად დაიზილეთ სხეული ღრუბელით. გადაივლეთ თბილი წყალი. შეგიძლიათ ყოველდღე გაიმეოროთ პროცედურა.

მარილი კანს ადეზინფიცირებს და მკვდარ უჯრედებს აცლის, არაჟანი კი კვებავს და არბილებს კანს.

ეს სკრაბი არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ:

ა)კანის მომატებული მგრძნობიარობა გაქვთ.

ბ)კაპილარები კანის ზედაპირთან ახლოსაა.

გ)კანზე შეუხორცებელი ჭრილობები და ნაკაწრები, ან ანთებითი კერები გაქვთ.


2. ფრჩხილები

imageთუ ყოველდღე 50 გრამ კაკალს შეჭამთ-ფრჩხილების და თმების მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. მიირთვით თხილი, ქეშიუ, ნუში, ნიგოზი...

მათში შემავალი ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინი E სილამაზის საწინდარია.



3. თმები

imageსპეციალისტები გვირჩევენ კვირაში სამჯერ მდოგვის ნიღაბი გავიკეთოთ. დაგჭირდებათ მდოგვის ფხვნილი და ზეთი. აურიეთ ერთმანეთში, ისე, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. წაისვით ნოტიო თმებზე ნახევარი საათით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ნიღაბის რეგულარულად გამოყენების შედეგად თქვენი თმები უფრო მალე გაიზრდება და გაჯანსაღდება, რაც მათ გარეგნულ იერზეც აისახება.


არ გამოიყენოთ ნიღაბი იმ შემთხვევაში, თუ:

ა)ჰიპერტონია გაწუხებთ

ბ) ორსულად ხართ

გ)სისხლძარღვების და გულის მუშაობის დარღვევისას

დ)თავის კანის ფსორიაზის, ნაკაწრების, ანთებითი პროცესების დროს

ე) მდოგვზე ალერგია გაქვთ


4. სახე

image


ყოველ საღამოს დაძინებამდე ერთი საათით ადრე, გაწმენდილ სახეზე წაისვით გლიცერინისა და E ვიტამინის ნარევი:30 გ. გლიცერინში გახსენით 10 კაფსულა ვიტამინი ( კაფსულა ნემსით უნდა გახვრიტოთ და შიგთავსი გამოწუროთ). ნარევის წასმამდე შეგიძლიათ სახე მსუბუქად დაიმასაჟოთ, ასე სახის უჯრედები უფრო კარგად შეიწოვენ სასარგებლო ნივთიერებებს.

შედეგად, წვრილი ნაოჭები გასწორდებიან, კანი კი ჯანსაღ ფერს მიიღებს.

მომზადებული ნარევის შენახვა არ შეიძლება, ის უშუალოდ სახეზე წასმის წინ უნდა მოამზადოთ.

გლიცერინი მხოლოდ აფთიაქში შეიძინეთ.

E ვიტამინზე ალერგია ძალიან იშვიათად გვხვდება, მაგრამ შესაძლოა მისი გამომწვევი მიზეზი დამხმარე კომპონენტები გახდეს, ამიტომ სახეზე წასმამდე შეამოწმეთ კანის რეაქცია. წაისვით მცირე რაოდენობით იდაყვზე ან მაჯაზე და დააკვირდით კანის რეაქციას.


5. ფეხებისთვის

imageსაღამოს კარგად დაიბანეთ ფეხები და შემდეგ სქელ ფენად წაისვით კარაქი, რომელშიც პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთს დაამატებთ წინასწარ. ჩაიცვით ფეხზე ნატურალური მასალისგან დამზადებული წინდები და დაწექით დასაძინებლად.

კარაქი არბილებს და ატენიანებს კანს, უკვე ერთ თვეში კი თამამად შეძლებთ ღია ფეხსაცმლის ჩაცმასა თუ პლიაჟზე გასვლას.


6. წამწამები

imageაიღეთ ტუშის ცარიელი ტუბი. გულმოდგინედ გამორეცხეთ, გააშრეთ და ჩაასხით გაღივებული ხორბლის ზეთი. წაისვით ყოველ საღამოს, წამწამების მთელ სიგრძეზე

ერთ თვეში ხშირი და გრძელი წამწამები გექნებათ.

0
480
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0