x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ახალბედა მწერლის საქართველოს სხვა ისტორია: "ბნელი ჩრდილები"
image

კონკურს "გახდი ბესტსელერის ავტორი"–ს ერთ ერთი მონაწილე 26 წლის თათია ტაბატაძე. იგი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.

მისი წიგნი "ბნელი ჩრდილები" ეპიკური ფენტეზის ჟანრისაა. მოქმედება ვითარდება გამოგონილ სამყაროში, სადაც ყველაფერი არც ისე არარეალურია.

წარმოსახვითი სამყაროს პერსონაჟები და ტერიტორიები იმდენად რეალურ საბრძოლო სიტუაციაში არიან, რამდენადაც ეს შესაძლებელია.


წიგნი შთაგონებული საქართველოს ძველი თუ უახლესი ისტორიული ფაქტებით, მითებითა და ლეგენდებით. მასში ხშირად შეხვდებით ისეთ ისტორიულ პერსონაჟებს თუ მოვლენებს, რომელიც არცერთი ჩვენგანისთვის არა უცხო.

წიგნში მთელი სიცხადით დგას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ძალაუფლებისთვის სწრაფვა, ძალადობა, ჩაგვრა, გენდერული უთანასწორობა, ანექსია, მიწებისა და ადამიანების მითვისება, მონობა, სექსი და ა.შ. პრობლემები, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური და ჯერ ისევ გადაუჭრელია.

ისტორია მოგვითხრობს დიდი იმპერიის ჩრდილქვეშ მოქცეულ პატარა სახელმწიფოზე, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს თავი დააღწიოს ტერიტორიულ გახლეჩას და დაპირისპირებას. თუმცა მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით ჩასაფრებული უამრავი მტერი წყალს ასხამს მტრის წისქვილზე განადგურება გარდაუვალი ხდება. პოლიტიკურად დაშვებული შეცდომები, პიროვნული და მენტალური გატეხვა, დაუჯერებელი ინტრიგები და ტყუილები იმპერიალისტური რეჟიმის განმტკიცებას უწყობს ხელს.


რა არის "ბნელი ჩრდილები"?


"გახსოვდეს! ყოველი ადამიანი აჩრდილია. წარსულის, აწმყოს ან მომავლის. ყველა ადამიანს აქვს ისტორია. ყველა ადამიანი იმსახურებს რომ ჰქონდეს ისტორია. ზოგი მათგანი ლეგენდებს შემორჩება. ზოგი კი ჩაიფერფლება და დავიწყებას მიეცემა, მაგრამ ორივე მათგანი აუცილებელია. რომ არა ფერფლად ქცეული აჩრდილები, არც ლეგენდების არსებობას ექნებოდა აზრი."

გვეუბნება წიგნის ავტორი.

image


ბნელ აჩრდილებად ქცეული მტრები არამხოლოდ ქვეყნებს, იმპერიებს ან ტერიტორიებს, არამედ თითოეულ ადამიანს ახრჩობს. ხშირად კი ადამიანები თავად ხდებიან საკუთარი თავის აჩრდილები.

ავტორის თქმით დაგეგმილი აქვს წიგნის ტრილოგიად შექმნა. პირველი წიგნი "ბნელი ჩრდილები" ამჟამად "პალიტრა ელის" კონკურსში იღებს მონაწილეობას, დანარჩენი ორი კი ჯერ მხოლოდ მუშაობის პროცესშია: "ჩრდილთა გოდება" და "განთიადის ხმები".

ავტორი:

"ვფიქრობ წიგნში წამოჭრილი პრობლემები პრობლემატურია ჩვენი ქვეყნის რეალობაში და განსაკუთრებით ახლა. ჩემი სათქმელი ის იყო, რომ რეალურად დაგვენახა რა არის მტერი და საიდან მოდის იგი. არა მხოლოდ იმპერიალისტური რეჟიმის პრობლემა დგას ჩვენში, არამედ საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა გვასუსტებს. ბნელმა ჩრდილებმა შეგვიპყრო და გასაქანს არ გვაძლევს. ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ რაღაც დასრულდა და აღარ აქვს აზრი ბრძოლას, მაგრამ ასე არ არის. როგორც ჩემი ერთ ერთი პერსონაჟი იტყოდა: "ბრძოლა მანამ არ დაკარგავს აზრს, სანამ თუნდაც ერთ ადამიანს სჯერა გამარჯვების".

მე მჯერა! რომ არ მჯეროდეს ჩემთვის პირადად არც ამ წიგნის დაწერას ექნებოდა აზრი. და იმ ორ წელიწადნახევარს დაკარგულად ჩავთვლიდი, რაც მასზე მუშაობას დავუთმე".


თუ არ ჩავთვლით იმას რომ ტერიტორიები, რომელზეც ხდება მოქმედება გამოგონილია, შესაძლოა იმის აღქმის უნარიც კი დაკარგო, რომ წიგნი ფენტეზი ჟანრისაა. სიტუაცია იმდენად რეალური და ჩვენთვის ნაცნობია, რომ წამიერად ვხვდებით სიუჟეტში მიმდინარე მოვლენების ნაწილი. ყოველი შეცდომა, თუ სწორად გადადგმული ნაბიჯი ერთ მთლიან ჯაჭვს ქმნის და მოვლენების ნაწილად გვაქცევს. ხშირად უიმედო სიტუაციაშიც გვაგდებს და პესიმისტურად განგვაწყობს, თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს!


http://www.palitral.ge/turi-i-2018/1320-bneli-chrdilebi.html?lang=ka-GE


ნაწარმოების წაკითხვა შეგიძლიათ "პალიტრა ელის" საიტზე.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0