x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

image

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.

ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ვლადიმერ ბორცვაძე 2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. ვლადიმერ ბორცვაძე 2007-2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2
72
შეფასება არ არის
ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
ლავრენტი კვარაცხელია
72
  
2018, 29 აპრილი, 15:02
ჯერ დაგვანახოს რისი გამკეთებელია და რეკლამა მერე გავუკეთოთ, თორე შესახედავად კარგი ბიჭი ადრეც მუშაობდა მანდ.
2018, 27 აპრილი, 17:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2