x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აი რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ წყვილს პარკში განხორციელებული სქესობრივი აქტის გამო! ( ყველაზე მკაცრი მამაკაცი მსოფლიოში)
image
მოსამართლე და ხუთი შვილის მამა მაიკლ ჩიკონეტი პროკურორებს
ხშირად აძლევს უფლებას განაჩენი თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიტანონ. როგორც წესი, მათ ორი ვარიანტი აქვთ: ციხე, ან რამე გამოგონებული სასჯელი, რომელიც თვით ჩიკონეტის მიერ არის მოფიქრებული.


მაიკლ ჩიკონეტს უცვლელად ირჩევენ 1994 წლიდან მისი პოპულარობის და განსაკუთრებული განაჩენების გამო.

აი მისი ყველაზე უჩვეულო გადაწყვეტილებები:


1. ახალგაზრდა წყვილი სასამართლოს წინაშე წარსდგა იმიტომ, რომ პარკში გააბეს სასიყვარულო უხამსი საქციელი.
image

სასჯელი? მათ დაევალათ პარკის მთლიანად გასუფთავება ყველა გამოყენებული პრეზერვატივის ჩათვლით. გარდა ამისა, მათ მოუწიათ ადგილობრივ გაზეთში განცხადების გაკეთება- საჯაროდ ბოდიშის მოხდა ყველასთან, ვისაც შეეძლო მათი სქესობრივი აქტის დანახვა.


2. ქალმა კატები წაიყვანა ზამთარში ტყეში და იქ დატოვა.
image
ჯარიმის გარდა, მოსამართლე ჩიკონეტიმ ქალი აიძულა თავის ტყავზე გამოეცადა თავისივე საქციელი. მას უბრძანეს ღამე გაეტარებია ტყეში შუა ნოემბერში- საჭმლის, წყლის და კარავის გარეშე. მაგრამ, რადგან იმ საღამოს ძალიან აცივდა, ჩიკონეტიმ მას გულმოწყალედ კოცონის დანთების ნება დართო.


3. მამაკაცმა შეურაწყოფა მიაყენა პოლიციელებს, უწოდა რა მათ „ღორები“.

image

სასჯელად მას დაეკისრა ქუჩაში 170 კგ-იან ღორთან ერთად დგომა და ხელში ლოზუნგის დაკავება: „ ეს პოლიციელი არ არის“.


4. დააკავეს საჭესთან მჯდომი მთვრალი მამაკაცი.
image

სასჯელი- გააგზავნეს პროზექტურაში, სადაც უნდა ენახა მთვრალი მძღოლების მიზეზით მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილი ადამიანები.


5. ქალი დაადანაშაულეს ტაქსის მძღოლისთვის საფასურის გადაუხდელობაში.
image

სასჯელი? მას ებრძანა ფეხით გაევლო 30 მილზე (48 კმ) მეტი _ ზუსტად იმდენი, რა მანძილზეც იარა ტაქსით.


6. მამაკაცმა მოიპარა ხსნის არმიის შესაწირის ყუთი ფულით, რომელიც უსახლკაროებისთვის იყო განკუთვნილი.

image

განაჩენი? მოსამართლემ დაავალდებულა ქუჩაში გაეტარებია დღე და ღამე უსახლკარო ადამიანივით.


7. უფროსკლასელები დააკავეს მაშინ, როდესაც სკოლის ავტობუსის საბურავებს ჭრიდნენ.
image

მათი ნამოქმედარის გამო უმცროს კლასს მეორე დღეს დაგეგმილი ლაშქრობის გადადება მოუწია. დამნაშავეებს დაევალათ პიკნიკის მოწყობა დაზარალებული მოსწავლეებისთვის.


8. ორი მოზარდი დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ „666“ დააწერეს იესოს ქანდაკებას საშობაო სცენაში.
image

მათი სასჯელი: მთელი ქალაქის გავლა ვირით მარიამის და იოსების ტანსაცმით ჩაცმულებს.


ჩიკონეტის თქმით, ადამიანების 90 %, რომლებმაც იწვნიეს მისი
„კრეატიული მართლმსაჯულება“, მეტად აღარ არღვევდნენ კანონს. ცუდი შედეგი არ არის, ხომ?


თქვენ ეთანხმებით ასეთ მართლმსაჯულებას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!


იხილეთ ასევე:

1.შურისძიება!!! ( წიწაკაში ჩამბალი პრეზერვატივები)



2. მძარცველს ქალის მანქანაში თავისი ტელეფონი დარჩა. ქალმა ქურდის დედას დაურეკა!


3. მამაკაცის ჩანთაში პოლიციელებმა შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს. მაგრამ, მეტი საშინელება, შემდეგ გახდა ცნობილი!


4. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰოლდინგი Johnson & Johnson 110 მილიონ დოლარს გადაუხდის კიბოთი დაავადებულ ამერიკელ ქალს

2
5576
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5576
  
2018, 14 აგვისტო, 21:50
პროკურორებს განაჩენი რომ არ გამოაქვთ?
2017, 25 ივნისი, 9:20
ძალიან საინტერესო სასჯელებია
0 1 2