x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლადო ბედუკაძე პოლკოვნიკ თეთრაძის ჯგუფური მკვლელობის დეტალებს ჰყვება გაზეთ "ქართული სიტყვის" ექსკლუზივი
imageსაქართველოში სამართლის საპოვნელად დაბრუნებული ბაჩო ახალაიას მზაკვრული ჩანაფიქრის საპასუხოდ, ციხის სკანდალური ვიდეოების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, ექსკლუზიურად "ქართულ სიტყვასთან" განაცხადა, რომ მზადაა, იმ შემთხვევაში თუ ამის გამბედაობა სხვა უამრავ დაზარალებულს არ ეყოფა. ბაჩო ახალაიას თავად უჩივლოს.

ქართული სიტვა ბედუკაძესთან ვრცელ ინტერვიუს სწორედ ახალაიას მოულოდნელი განცხადებით იწყებს. ამჟამად ბელგიაში მყოფი ჯერ კიდევ ძებნილის სტატუსით მყოფი ვლადიმერ ბედუკიძე ახალაიას დაბრუნებაში და უსირცხვილო განცხადებებში პროვოკაციას ხედავს და ყურადღებას პარარელურად ციხეებში არსებულ ბუნტის მცდელობაზე ამახვილებს:


ვლადიმერ ბედუკაძე:


“ ამ არაკაცის უსირცხვილობა ყველა ზღვარს გასცდა, უნამუსოდ საუბრობს მის წინააღმდეგ მიმართული თითქოს ბინძური პოლიტიკური კამპანიის შესახებ. ერთი სტილი აქვთ მას და შაშკინს. მადლობას უხდიან სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. სისტემა წელში გადაუტეხია თურმე ბიჭს?! მის მიერ ხერხემალში გადამტვრეული ბიჭები მართლაც მრავლადაა ციხეში და სწორედ ისინი აგებინებენ პასუხს. პროვოკატორია, სარგებლობს სიტუაციით, იცის ჯერ არაა სასამართლო თავისუფალი და უნდა პროვოკაციაზე წამოაგოს ხელისუფლება, რომ დაიჭირონ. ესაა პრობლემა თორემ სამხილების ნაკლებობა ნამდვილად არაა, ტონობით საქმეა მის წინააღმდეგ, რომლის უკან კონკრეტული დაზარალებულები დგანან.
თუ სხვა არ აღძრავს საქმეს მის წინააღმდეგ, მე ვუჩივლებ. მკვლელობის ორგანიზებაში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისთვის. როგორც კი ტექნიკურად მექნება ამის შესაძლებლობა. ჩემს ადვოკატთან გავარკვევ რამდენად არის შესაძლებელი, ამჟამად ხომ ძებნილის სატატუსი მაქვს.
საინტერესოა რატომ არ სვამთ ამ კითხვას ჟურნალისტები, რომ დაბრძანდებოდნენ პატივცემული “რაღაც” საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები საპყრობილეებში და კითხულობდნენ, აბა ვინ თანამშრომელმა გცემათო და იწერდნენ სიებს. სადაა ის სიები? ან რატომ არ ჰკითხეს პატიმრებს ბაჩომ რომელი გცამათო?
ჩემზე მეტი იცის ძალიან ბევრმა ადამიანმა, არ არსებობდა ციხის უფროსი ვინც უშუალოდ ახალაიასგან არ იღებდა დავალებებს, ეს ხალხი უნდა დაიკითხოს! მეტიც თითქმის ყველა მათგანი დასაჭერია და ახალ სისტემაში მათი ადგილი არ უნდა იყოს. ეს გაითვალისწინოს სოზარმა.



– ლადო, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის შემკვეთად ბაჩო ახალაიას ასახელებ, ამის დამტკიცება შეგიძლია?


– კიდევ ერთხელ ვამბობ, ალექსანდრე მუხაძემ “ქილერამ” პირადად მოკლა თეთრაძე, რა თქმა უნდა ბაჩო ახალაიას დავალებით. პერიოდულად გაჰყავდათ ახალაიასთან სამინისტროში პოლკოვნიკი, ეს იყო კანონის უხეში დარღვევა, პატიმრის აქეთ-იქეთ ტარება დაუშვებელია. მის კაბინეტში რა ხდებოდა ეს კიდევ სხვა თემა. მაგრამ ფირი რომელიც ნამდვილად “დაუწუნებელად” ჩათვალეს, ეს იყო თეთრაძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო. რომელიც გადაიღო ოლეგ ფაცაციამ. მკვლელობის დროს ამ ორ ჯალათთან ერთად საკანში კიდევ ორი მომსახურე ე.წ. “ქათამი”იყო, საერთოდ ამათ ხშირად ასრულებინებდნენ შეკვეთებს. თეთრაძეს ჯგუფურად გაუსწორდნენ!


– ეს “შემსრულებელი” პატიმრები ახლა ცოცხლები არიან?


– კი.


– თეთრაძეს წამება როდესმე გადაგიღია?


– არა. სანამ წამებით მოკლავდნენ წინა მორიგეობაზე ვესაუბრე თეთრაძეს. განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნებოდა რადგან "ფუქსში" ჰყვადათ.


– "ფუქსი" რა არის?


– საკანი სადაც არც საწოლია, არც მაგიდა, არც ტუალეტი.


– და რა გითხრათ თეთრაძემ რაში მდებენ ბრალსო?


– მაიძულებენ ხელი მოვაწერო იმაზე, რასაც სუკვდილი მირჩევნიაო. მოტეხილი იყო უკვე, სამშობლოს ღალატის მუხლით ასამართლებდნენ, ტერაქტის მოწყობაში თუ ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს, არ ვიცი ზუსტად. პრეზიდენტს ხომ სულ რუსები და აგენტები ელანდებოდა! სააკშვილი ყველა მსგავსი მკვლელობის კურსში იყო ...

შემდეგ მორიგეობაზე კი თეთრაძე არაადამიანური წამებით მოკლეს. ღრიალებდა, ყვიროდა რას მიშვებით თქვე არაადამიანებოო, შემეშვითო, მალევე შეწყდა ყვირილი, უფრო სწორედ ღრიალი. საკნიდან დაახლებით ათ მეტრში ვიქნებოდი. ციხეში ექოსავით ისმის ხმა და მთელ კორპუსს ესმოდა ეს არაადამიანური ხმაა. ვერ გეტყვით რა საშინელებაა ეს, თან ვერაფრით რომ ვერ შველი.
გარდა ამისა პატიმრებმა დაინახეს როგორ გამოიტანეს ცხედარი საკნიდან. ეს ადამიანები გამოვლენ სასამართლოზე და მოყვებიან სიმართლეს. იმ ფირს კი მე რა თქმა უნდა ხელში არავინ ჩამიგდებდა. თეთრაძის გარდა რამდენი შეკვეთილი მკვლელობა ქონდა რა მოთვლის. სულ მცირე ასი მაინც, რომელიც ასევე წარმატებით განახორციელებინა ახალაიამ.


– თავად თუ მოდიოდა ციხეში?


– რაც "დიდი კაცი" გახდა აღარ, მერე სხვას ავალებდა, ან მასთან მიყავდათ კაბინეტში.


რამდენიმე დღის წინ, ვიდეომიმართვაში ბუნტის პროვოცირებაზე ისაუბრე, რომელსაც ძველი ხელისუფლება მოაწყობს იმ სამასი პატიმრის დახმარებით, რომლებიც თავის დროზე იძულებით აგენტებად შეგზავნეს ციხეებში, ახალაიას გამოჩენამ ეს მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა?


– მიმართვის მიზანი იყო პატიმრებიც გამეფრთხილებინა და ახალი სამინისტროც, ნამდვილად არსებობს ამ აგენტების სია. 18 უფროსი გამოვიცვალე ამ წლების მანძილზე და ყველას ვიცნობ ძალიან კარგად, ძველი კადრების “საქმეები” კარგად ვიცი. ხუხუას მსგავსების დანიშვნა არაფრით არ შეიძლება. ახლამდელი კადრების სრული სია, რომ მქონდეს ყველაზე გეტყვით ვინ რას “აკეთებდა.” თუ მომისმენენ ხომ კარგი სიკეთის მეტი არაფერი მინდა ახალი ხელისუფლებისათვის!
კარაგხანს ვემზადებოდი სააკაშვილის რეჟიმის მხილებისათვის და ეს მხოლოდ კადრები არ იყო, გარდა იმ ვიდეოებისა, რაც გამოვიტანე ვცდილობდი მომეპოვებინა დოკუმენტური მასალა. რაც კი კომპიუტერები არსებობდა მე- 8 საპყრობილეში, თითქმის ყველადან მოხსნილი მაქვს გარკვეული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო როგორც პატიმრების, ასევე თანამშრომლების შესახებ. შეგზავნილი პატიმრების 300 კაციანი სია კი ჩემი დავალებით ბორის ფარულავამ მოიპოვა, ამჟამად ეს სიაც ისევე როგორც ყველა ჩემს მიერ მოპოვებული მტკიცებულება ლომიასთანაა ანუ ფაქტიურად ვანოს "კანტორის ხელშია". სწორედ ასეთი პატიმრები ეცდებიან ციხეში ბუნტის პროვოცირება მოახდინონ. ამიტომ მიზეზი რომ ნაკლები ქონდეთ ძალიან სიფრთხილით უნდა დაუნიშნონ თითეულ ციხეს სუფთა რეპუტაციის დირექტორი.


– ლადო, უამრავი განსხვავებული ვერსია ვრცელდება, საზოგადოება დაბნეულია, ინაშვილთან დაპირისპირებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა სინამდვილე. ახლა ლომიას ადებ ხელს რომ აგენტია, თავის დროზე სწორედ მას ენდე და ფაქტიურად სასწორზე დადე სიცოცხლე, თუ აგენტი იყო ლომია რატომ ხარ ახლა ცოცხალი?


– ვნანობთქო სწორედ იმაზე ვთქვი, რომ ვერ შევარჩიე მოკავშირედ თავის დროზე სანდო ადამიანი, პრესამ კი ისე გააშუქა თითქოს კადრების გამომზიურებას ვნანობდი. ეს სისულელეა, ამას გავაკეთებდი ასივეჯერ თავიდან, რომ დავბადებულიყავი. მხილება იყო ჩემი მთავარი, მიზანი და არა სხვა რამ. პატიმრების ბედი მათ ნამდვილად არ აინტერესებთ, ვინც მე მებრძვის მათ არ იციან რას ნიშნავს პატიმრისთვის იმ ჯოჯოხეთში თუნდაც ერთი ტკბილი სიტყვა. ჩემთვის მთავარი იყო გამჟღავნებულიყო სიმართლე და “ნაციონალების” გარდა ნებისმიერ ძალას მივცემდი ამ კადრებს, პარტიების პოლიტიკურ რეიტინგებზე ნაკლებად ვფიქრობდი. ამიტომ ბურჯანაძის პიარად გაცნობილ ადამიანს ვანდე დოკუმენტები, რომელთანაც დაახლოებით ორი წელი ვურთიერთობდი ციხეში. კარანტინში როცა ჩამოიყვანეს მაშინ გავიცანი, ძალიან განათლებული ადამიანია მაგრამ საით აქვს მიმართული ეს რესურსი ესაა საკითხავი. პატიმრისთვის რა უნდა შემემჩნია საეჭვო. ლომია 2011 წლის შემოდგომაზე გამოვიდა საპატიმროდან.


– არ იჩხრიკებოდით თანამშრომლები, მასალები როგორ გამოიტანე?


– კი, როგორ არ გვამოწმებდნენ, მაგრამ მოპარული მასალები როგორღაც გამოვიტანე?


– მაინც როგორ?


– კონკრეტულად გითხრათ სად და როგორ ჩავიდე?


– კი.


– სადაც იგულისხემეთ იქ . (იცინის)... მოკლედ შევძელი რა, მაგრამ სწორედ ეგაა, რომ ლამის სიცოცხლის ფასად გამოვიტანე და ახლა ვიღაც იბრალებს ორგანიზებას, რა თარხან-მოურავმა დაგეგმა, სულ არ ვიცოდი ვინ იყო ეგ, ან “ობიექტივი”. და სწორედ ეს ვიკითხე რა შუაში იყე ეს ქალი საერთოდ? რაღაცეებს რომ იბრალებდა და ბრიფინგებს აწყობდა. სხვატაშორის თუ დაუკვირდებით მხოლოდ “ინაშვილის სექტა" და წინა ხელისუფლება მებრძვის, აქედანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება. მას ხომ მალევე მიუტანა კადრები ლომიამ, რატომ აღ გაამჟღავნა?რატომ არ შეებრალა პატიმრები და არ ატეხა განგაში?


– და არ გიკითხავთ ლომიასთვის ვისთან მიქონდა კადრები?


– ვიცოდი რომ ოპოზიცურად განწყობილ ტელევიზიას მიაწვდიდა, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცოდი ვინ იყო. როგორც ლომია ამბობდა, ჩემივე უსაფრთხოებისთვის ასე უმჯობესი იყო.
რომ მკითხეთ, რატომ არ ვიყავი ლიკვიდირებული თუ აგენტი იყო ლომია, როგორ ფიქრობთ დამინდეს? მისმა მეკავშირეებმა? გასვლით აწყობდათ გავეყვანეთ. დავენახვებინე მსოფლიოსთვის ეს არის ლადო ბედუკაძე და ამან გამოიტანა კადრებიო ეთქვათ. მერე კი უნდოდათ გვერდზე გავეწიე, რადგან როგორ ჩანს სხვა გეგმისთვის ემზადებოდნენ, რომელიც შემუშავებული ქონდა მერაბიშვილს. რასაც ამტკიცებს ძველი ხელისუფლებისგან აღძრული საქმე ჩემს წინააღმდეგ, უკვე ორი ტომია შეკრული. მოწმედ ყავთ პატიმარი ვინმე ლევან ფურცვანიძე, რომელიც დღემდე ამტკიცებს თუ როგორ ვესაუბრე ღარიბაშვილს, როგორ შევთანხმდით კადრების გადაღებაზე და დავგეგმეთ ეს ყველაფერი. ანუ მერაბიშვილი ამ კადრების გამჟღავნებით იშორებდა ახალაიებს, მაგრამ ივანიშვილის გუნდის რღვევას დაიწყებდა. მე ვიქნებოდი ლიკვიდირებული ან ციხეში და სიმართლეს ვერ ვიტყოდი, ღარიბაშვილიც დაკავებული. ძალიან სასაცილო სიტუაციაა იმ გამოძიების და ჩვენებების მიხედვით რაც დაწყებულია ჩემს მიმართ რომ იხელმძღვანელო, ღარიბაშვიმა თავის თავი უნდა დაიჭიროს, ხო აფსურდია.
ინაშვილს რომ არ დავპირისპირებოდი ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ბევრს დააჯერებდა რომ ვანოს დამსახურება იყო ყველაფერი და სცენარსაც წაიყვანდენ თავის სასარგებლოდ. თუმცა ორ ოქტომბერს სხვა რეალობა დადგა და გეგმები საბოლოოდ ჩაეფუშათ.
მე კი, ახლა რომ ცოცხალი ვარ და ჭერი მაქვს თავზე ვიქტორ ჭელიძის წყალობით მაქვს. ვიქტორი 1991 წლიდან იყო საქართველოს შეიარღებულ ძალებში, ვარდების რევოლიციამდეიყო სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი. პოლკოვნიკი და პირველი რანგის კაპიტანი. 2006 წლიდან წასულია საქართველოდან და მასზე ძებნაა გამოცხადებული. დაუსწრებლად კი 20 წელი აქვს მისჯილი.


– ისე, ინაშვილი სწორედ ამა ახალ გარემოცვას აბრალებს “ ბედუკაძის ტვინის არევას” ...


ინაშვილი ვინაა_ჩემი დედობილია თუ რა უნდა ვინ ეკითხება ჩემ გარემოცვას, დარდობს რომ ვერ გამაქრო ალბათ. ვიქტორს ვიცნობ თბილისიდან. საერთო ახლობელი გვყავს და ვმეგობრობდით ადრეც 7 წელია იგი პოლიტიკური დევნილია. კარგად იცნობს ვანოსნაირების ხელწერას. ამიტომ არის გამწარებული ეს ქალი, რომ გაშიფრა ჩემმა მეგობარმა. ახლა კი დგას და რაღაც საოცრებებს თხზავს მასზე.
და ახლა ეს ავანტიურისტები გადართული არიან წარმომაჩინონ ჯალათად. მაგათგან განსხვავებით, არ ვეძებ მოწმედ პატიმრებს, ისედაც ვიცი რომ არავის მიმართ არასდროს გამომიყენებია ძალადობა. მონიტორინგის წევრი სოსო მანჯავიძე კი დადის ციხეებში და ეძებს მოწმეს ვინც ლადო ბედუკიძეს ჩირქს მოსცხებს. ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან. ერთი “ნაციონალი” ქალი იპვეს უკვე და იძახის ჩემმა შვილმა ამოცნო, რომ ბედუკაძეც ჯალათიაო. სისულელეა .... ისე, მონიტორინგის ჯგუფი ტუღუშის დაკომპლექტებული ხომ არაა შემთხვევით? იქ არიან კარგი ადამიანები, მაგრამ რამდენიმე არაობიექტური კადრიცაა.


ლადო, შენ განდეს კადრების გადაღება, ეს რბილად რომ ვთქვათ, ციხის ადმინისტრაციასთან მეგობრობას გავს და რატომ უნდა გენდოს ხლა საზოგადოება?


– მხოლოდ მე არ ვიღებდი კადრებს, უფროსს ვყავდით სამი თანაშემწე, ოპერატიული მორიგე-ინსპექტორი ითვლებოდა ციხის უფროსის თანაშემწედაც, ასეა კანონმდებლობაში. დანარჩენ ორს თავის სმენაში ევალებოდათ იგივე რაც მე, ისინიც იღებდნენ წამებას. მათი გვარების გაგება ახლანდელი სამინისტროსთვისაც ხომ ძალიან ადვილია, ჩემგან უხერხული იქნება. ისინიც უნდა დაკითხონ. სამწუხაროდ დღეს ორივე დუმს, ან სხვა გინახავთ ციხის ერთი ყოფილი თანამშრომელი მაინც, რომელსაც ჩემთვის გამოეცხადებინოს ღიად მხარდაჭერა? არავის უთქვამს დღემდე, რომ მართალია ლადო და ასეთი მძიმე სურათი იყო საპატიმროებშიო!
მე უფრო დიდი მოვალეობები მქონდა ციხეში ვიდრე უფლებები, მევალებოდა პატიმრების მიღება-გაშვება, ჩემს ხელში უნდა გაევლო ყველას და ყველაფერს. არასდროს დამიმალავს სახე, რადგან არ მეშინოდა არცერთი ჩემი გაკეთებული საქმის, ჯერ კიდევ წინა მმართველობის დროს დადიოდნენ თანამშრომლები საპატიმროებში მასკებით, მერე გარეთ რომ არავის ეცნოთ!
მე ყოველთვის კანონის ენით ველაპარაკებოდი ციხის უფროს, ამიტომ ეგონათ რომ “ზემოთ” მფარველი მყავდა, ყველას ხომ ვერ კითხავდნენ შენი კაციაო? თან იმიტომ არ ვიტყობდი არაფერს არ მინდოდა დაეჭვებულიყო ვინმე. ამიტომ ნერვები მაქსიმალურად ამყავდა ხელში რომ ბოლომდე დაუეჭვებლად გამეკეებინა ყველაფერი, შედეგის მოლოდინი მაძლებინებდა. ბევრმა თანამშრომელმა ვერ გაუძლო და წავიდა. 5000 თანამშრომლიდან 500-მდე იყო ნორმალური, ანუ 10 % და 90 % ჯალათი.


– სხვათაშორის ისიც ითქვა, რომ ვინც პატიმრებს კარგად ექცეოდა, იმ თანამშრომლებსაც აწამებდნენო, ბადრაგიც ხომ არ შემოაკვდომიათ?


– კი უცემიათ, დამუქრებიან... ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მირეკავს ოლეგ ფაცაცია და მეუბნება, შენ როგორ გაბედე, რომ დაუშალე შენ ხელქვეითებს პატიმრების გინება და შეურაცხყოფაო. არადა მართლა ვაფრთხილებდი ყოველთვის ჩემ სმენას, რომ ცუდად არ მოქცეოდნენ, 35-40 კაცი მექვემდებარებოდა. ეს გაფრთხილება ყველამ იცოდა, პატიმრებმაც კი, მაგრამ საერთოდ ტანამშრომელი უნდა დაიცვა და არა პატიმარი. ეს იქ ცუდ ჟესტად ითვლება და ფაცაციამაც ამიტომ დამირეკა. საერთოდ როგორ იყო იცით, ვისაც ვისი ცემა და წამება უნდოდა პრობლემა არ იყო, მთავარია მიზნისთვის მიეღწიათ და ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებდნენ. ისე “გააპრავებდნენ” "რეზბალნიცაზე" უკვე მკვდარ ადამიანს ეს პრობლემა არ იყო, ორი დღის მერე იტყოდნენ საავადმყოფოში გარდაიცვალა გულითო. რეალურად ავადმყოფიბის გამო შედარებით ცოტა ადამიანი იღუპებოდა.

ჩემ ცვლაში ნაცემ პატიმარს არ ვიბარებდი, ბევრჯერ ქონდათ მცდელობა ჯანმრთელად “შემოეტანათ”, რადგან რამე რომ ყოფილიყო ჩემ თავზე არ ავიღებდი. ამის გამო წინა ცვლის მორიგესთან კონფლიქტი მქონია.


– წამებისას ჯალათები ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ? თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ? რეალურად რას ემსახურებოდა ამ კადრების გადაღება?
– მათ ფსიქიური გადახრა ჰქონდათ და ახლაც ექნებათ და დამატებით სტიმულატორები არ სჭირდებოდათ, მე ეს არ შემიმჩნევია. კადრების უპირველესი დანიშნულება იყო დაშინება პატიმრების. ასეთ კადრებს რომ აჩვენებ სხვა პატიმარს რამეზე წინააღმდეგობას გაგიწევს?! 10 დან ცხრას უკვე აკონტროლებ. სხვა თემაა, როცა რომ ამით ვინმე ტკბება. ეს გაცილებით საშიში ტენდენცია იყო.


– ლადო, საზოგადოების ნაწილი შენც მიგიჩნევს ჯალათად, რადგან ამას წლების მანძილზე “მშვიდად” იღებდი, კადრებში შენ ხმაც ისმის...
– წლები ნამდვილად არ ვიღებდი ამას, ეს იმათ უნდათ დამაბრალონ ვინც ცდილობს დამაკნინოს. კარგი არ გადავიღებდი, ვიქნებოდი ისევე ის რიგითი და საზოგადოებაც ვერ ნახავდა ამ ყველაფერს, ხალხო, ამისთვის ვემზადებოდი უკვე კარგახანი, რით ვერ გაიგეთ? კამერით გადაღება დამავალა უშუალოდ ალექსანდე მუხაძემ, “ქილერამ”, როცა დაინიშნა ციხის უფროსად 2010 წლის აგვისტოში. მაგრამ ყოველთვის ჩემი მორიგეობისას ხომ არ ხდებოდა წამება? გადაღება რა თქმა უნდა მაძლევდა საშუალებას, ჩემი გეგმა წარმატებით დამესრულებინა, თორემ სააკაშვილის სისტემის მიმართ საბოლოოდ ზიზღი აგვისტოს ომის დროს გამიჩნდა. ძალიან ბევრი სამხედრო პირი იყო ციხეში. დაპატიმრებული მაღალჩინოსნები პირდაპირ მეუბნეობოდნენ რომ ტერიტორიების ჩასაბარებლად დაიწყო პროვოკაცია სააკაშვილმა. საერთოდ, ადამიანებთან ადამიანურად ვკონტაქტობდი, ვცდილობდი გამეგო რა პრობლემა ჰქონდა, რატომ მოხვდა "კარცერში", იყო თვითდაზიანების შემთხვევებიც. ამიტომ მხოლოდ სამხედროებს კი არა ყველას ვესაუბრებოდი. პირადად ნასაუბრები ვარ სატანკოს მეთაურთან შოთა გორგიაშვილთანაც. რომელიც მართლაც გმირი იყო და ასეთ ხალხთან რომ მქონდა ურთიერთობა და ვხედავდი შიგნიდან ყველაფერს უკვე გული მერეოდა იმ სისტემაზე, რომლის ნაწილიც ვიყავი. მუხროვანი ხომ საერთოდ სპექტაკლი იყო. ბოლო წლებია ტელევიზორს არ ვუყურებდი, იმხელა ტელევიზორი მქონდა 4000 კაციანი, ვეღარაფერი “ დამაბოლებდა”. ნეტა არ მემუშავა იქ და არაფერი მენახა.


– დანაშაულის დაფარვა არაა, პატიმრების წამებას, რომ უყურებდი და არაფერს ამბობდი?


– და რომელი სასამართლოს წინაშე გამოვსულიყავი და მეთქვა? სააკაშვილის და ახალაიებისთვის მეთქვა სიმართლე, ხო სასაცილოა. საელჩოები ფაქტის გარეშე არ დამიჯერებდნენ, დაფარვით მე არ დამიფარავს კადრები და არ დავლოდებივარშესაბამის დროს, მაისშივე მივეცი ლომიას, დაკოპირება საშიში იყო.


– კითხვა რომელიც ყველაზე ხშირად ისმის: როგორ წავიდა ბედუკაძე? რომელსაც ასეთ სისასტიკეებს აღებინებდნენ, არ იყო მასზე განსაკუთრებული თვალთვალი? მართლაც როგორ გახვედი ქვეყნდან?


– გიორგი ლომიამ აიღო ვალდებულება, რომ ჯერ უზრუნველყოფდა ჩემ უსაფრთხო გაყვანას საქართველოდან, შემდეგ ჩემი ოჯახის.

ბორის ფარულავას და აკობიას მეშვეობით მას გადავეცი ყველა მასალა.
ფარულავას და აკობიას უსაფრთხოებასაც ლომია შემპირდა. მაგრამ ფარულავაც წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ციხეში დააკავეს, აკობია კი საზღვარზე, სადაც ლომიასთან ერთად იმყოფებოდა, საკვირველია თავად ის რატომ არ დააკავეს? მე მაქვს ეს კითხვები, ყველაფერი რომ ვიცოდე გამოძიებას ხომ არ მოვითხოვდი?!

ასეთი დეტალები კი მიდის სწორედ იქეთკენ, რომ წინასწარ მართლაც ქონდათ დაგეგმილი სულ სხვა რამ. ინაშვილის ნათქვამია, რომ თურმე საზღვარი დავტოვე მერაბიშვილის მეშვეობით.

ისე კი ჩვეულებრივად ავტობუსით, 23 ივნისს ტურისტული ვიზით წავედი საქართველოდან. წესით თვალთვალიც უნდა ყოფილიყო ჩემზე, განსაკუთრებული მიდგომაც. სამსახურიც უპრობლემოდ დავტოვე მაისში. წინა პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ციხის უფროსთან ეს მოვიმიზეზე. მას ზედმეტი კითხვები არ დაუსვია ისე გამიშვა, არადა ასე არ ხდება ეს. კადრები თან არ წამიღია ვიცოდი რომ სახიფათო იყო, ლომია შემპირდა გადმოგზავნას, მაგრამ ასე არ მოხდა. მათ სხვა გეგმები ჰქონდათ.


ლადო, კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, უსმენდენ მსჯავრდებულთან შემოსულ მოძღვრებს? ზოგიერთი მოძღვარი, როგორც ვიცი, აღსარებაზე უარსაც კი ამბობდა იმ მოტივით რომ საკანში კამერები იყო...


– კამერები არ ყოფილა, მოსასმენები კი იყო და უსმენდენ კიდეც. მოსმენით არც ადვოკატთან შეხვდრის მოსმენა არ შეიძლება, მაგრამ კი უსმენდნენ.


– და ბოლოს, საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?
– მაშინ როცა სასამართლო გათავისუფლდება, ჩემი ერთადერთი სურვილია სამართლიანობის აღდგენა და მანამდე ვერ მოვისვენებ, სანამ ყველა ჯალათი არ დაისჯება. არც მე ვაპირებ პასუხისმგებლობის აცილებას, გამოიძიონ რეალურად და თუ დამიმტკიცებენ რომ უდიერად ვეპყრობოდი ვინმეს ან ვაწამებდი, პასუხს ვაგებ, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!
მაკა დეკანოსიძე

6 ნოემბერი/ 2012წ/


15
4673
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
4673
  
2013, 16 სექტემბერი, 6:47
პატიმრებს დღესაც აწამებენ, სად არის ახალი "ბედუკაძე?"
2013, 16 სექტემბერი, 6:46
შენი გრეხები აღიარე, შენც ჯალათი იყავი და აწამებდი პატიმრებს, მერე გარიგება შედგა და კადრები გადაიღე, მაგრამ არც ფული მოგცეს და არც მედალი.
2012, 17 ნოემბერი, 23:14
ისე ეს რო არ ყოფილიყო ჩვენი ხალხი ისე გამოათაყვანა მიშამ და რუსთავი 2მა რო კიდე ნაცები მოიგებდნენ არჩევნებს
2012, 12 ნოემბერი, 20:53
მაგარი კაცი ხარ ბედუკაზე . შენ ამხელა გამბედაობა გეყო და ამ ტირანების წინააღმდეგ პირველმა გადადგი ისეთი ნაბიჯი რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა. ინაშვილიც მაგარი ქალია და კიდევ ის ორი პიროვნება რომლებიც გვერდში გედგნენ ამ გადაწყვეტილების დროს. ვინ იცის საქართველო თუ ეს ტირანები მოვიდოდნენ 2-3 წელიწადში იქნებოდა კი რუკაზეე? ბრავო ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი მამაკაცები
2012, 11 ნოემბერი, 2:37
გმირობას კი არა გამოძიებას ითხოვს!
2012, 10 ნოემბერი, 3:36
ლადო მაგარია
2012, 9 ნოემბერი, 21:23
ამ კაცმა საქართველოს უდიდესი სამსახური გაუწია ეს არის ნამდვილი გმირი თუ რამე ჯილდო არსებობს მას უნდა გადაცენ ამ კაცის დამსახურება ნაციონალების დამარცხება
2012, 9 ნოემბერი, 20:15
:)
2012, 9 ნოემბერი, 20:15
შემეშალა რაღაც, მეგონა სხვასთან ვწერდი
2012, 9 ნოემბერი, 19:43
რამე სასაცილო ვთქვი ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10