ნამცხვრები როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ორცხობილა მაიონეზით 2018, 15 აპრილი, 13:54 შემადგენლობა: 500 გრამი მარგარინი(2 შეკვრა) 2 ჭიქა შაქარი 2 კვერცხი 1 ქილა მაიონეზი სოდა ძმრით, ვანილი ფქვილი-იმდენი რომ მოვზილოთ ოდნავ მაგარი ცომი მომზადება: მარგარინი და შაქარი კარგად ავზილოთ, დავუმატოთ 2 კვერცხი, მაიონეზი, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი, მოვზილოთ ოდნავ მაგარი ცომი. ცომი გააბრტყელეთ და გამოჭერით სასურველი ფორმები ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და დანით მოჭერით სასურველი ზომის ორცხობილები. აცხვეთ 200 გრადუსზე შეყავისფერებამდე. 946 შეფასება არ არის
|