x
უგემრიელესი შოკოლადის ორცხობილა ( 2 რეცეპტი)
image

მე დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელესი ამერიკული შოკოლადის ორცხობილის ორ განსხვავებულ რეცეპტს.

1. ამერიკული შოკოლადის ორცხობილა:

შემადგენლობა:

1 ჭიქა შაქარი


1.5 ჭიქა ყავისფერი შაქარი

1 ჩ.კ მარილი

1 ჭიქა გამდნარი კარაქი

2 კვერცხი

1ჩ.კ ვანილი ექსტრაქტი

2.5 ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კ სოდა

2 ჭიქა დაჭრილი შავი შოკოლადი.

მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ ორივე სახის შაქარი, მარილი და გამდნარი კარაქი და კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, კვერცხი და განვაგრძოთ თქვეფა, როცა მივიღებთ ერთგვაროვან მასას დავუმატოთ სოდა და ფქვილი და კოვზით ავურიოთ შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი შავი შოკოლადი, სურვილის შემთხვევაში შავთან ერთად შეგიძლიათ რძიანი შოკოლადიც დაუმატოთ და 30 წუთით შედგით მაცივარში. ცომი საცხობ ფორმაზე კოვზის დახმარებით გადაიტანეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთით.

image

image

2.ამერიკული შოკოლადის ორცხობილა არაქისის კარაქის ჩიპსით:

შემადგენლობა:

ორცხობილისთვის:

1 ჭიქა დარბლებული კარაქი

1.5ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი

2 ჭიქა ფქვილი

1/2 ჭიქა კაკაო

2 ჭიქა არაქისის კარაქის ჩიპსი

1 ჩ.კ სოდა

მწიკვი მარილი

არაქისის კარაქის ჩიფსებისთვის:

2 ს. კ ქოქოსის ზეთი

3/4 ს.კ თაფლი

1 1/4 ს.კ შაქარის პუდრი

1/2 ჭიქა არაქისის კარაქი

ჩიპსების მომზადება: არაქისი კარაქის ჩიპსის მოსამზადებლად მოვათავსოთ ჯამში ყველა ინგრედიენტი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მასა პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანოთ, ხის კოვზის დახმარების გავაბრტყელოთ და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 1, 5 საათით, როცა ჩიპსები მზად იქნება გამოვიღოთ მაცივრიდან და პატარა კუბებად დავჭრათ.

ორცხობილის მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი გავაგრძელოთ თქვება, ცალკე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, კაკო, სოდა მწიკვი მარილი და ავურიოთ, ეს ფქვილი გადავიტანოთ ათქვეფილ მასაში და კოვზის დახმარებით კარგად ავურიოთ, შემდეგ ცომს დაუმატეთ ჩიპსები და კვლავ აურიეთ. საცხობ ფორმაზე კოვზის დახმარებით კადაიტანეთ ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი.

0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:ANNA B
ANNA B
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0