x
image
ინტერ-გოგონა
ქალი სიცოცხლე და გაზაფხული
მახსოვს...

ნალაიში ვზლუქუნებდი, image

ბავშვებს დავემალე, მაწყენინეს...

როგორ მაჯავრებდენ რომ იცოდეთ


მაგრამ მე ვერავის ვაზღვევინე...

მერე ვოცნებობდი სხვა არ მინდა,

მალე გავიზარდო ძალა მქონდეს..

ვეღარ დამიბრიყვოს ვერავინ და

აღარ ავტირდები არასოდეს...

ნეტავ ეხლა სად ხაე პაწაწინა?

როგორ მენატრები რომ იცოდე..

ქალის ძლიერებამ შემაცდინა

მოდი თუ სადმე ხარ შემიცოდე...

მოგწონს გავლენის შეფერება?

ვეღარ გძნობ საკუთარ აგონიას?

ძლიერ ქალს არავინ ეფერება

ტკივილის უფლება არ ქონია..

ძლიერს ძლიერებას აკმარებენ,

ძლიერს არაფერი ემუქრება...

ძლიერთან ეძებენ დახმარებას

ძლიერი იმედად ეგულებათ...

მოდით ჩამოგითვლით სასუთაოდ

რაც ძალას ქონია სატკიებლად...

ისევ ნალიასი დავიმალოთ

მინდა შენს მკლავებში ატირება...image

-----------------------------------------------------------------------

ვიცი რომ მოგწონს...

ვიცი რომ მოგწონს ქალში ძლიერ წითელი ბაგეimage,

"ვნებებს აღძრავსო"_ამბობ ხოლმე, მე კი ვერ ვნახე,

საცხხი რომელსაც მოუხდენდი გაცრეცილ ტუჩებს

ალბატ, არ მინდაარ გიყვარდე და მხოლოდ გსურდე...

ვიცი რომ მოგწონს შავი imageმოგრძო წამწამთა წყება

თვალებს როდესაც გიფახურებს ვიღაც მაცდურად

მე ტუშს არ ვხმარობ, ბუნებამ კი პატრა მისცათ ჩემს წამწამებს სიგრძე..

სწორედ ამიტომ ალბათ თვალებს ვერ გისწორებ, ვერც გიფახურებ..

თუმცა ხანდახან მორიდებით შორიდან გიმზერ,

და თუ კი მზერას შენსას სადმე გადავეყარე დაბლა ვხრი თვალებს.

ვიცი რომ მოგწონს ქალზე სწორი მბზინავი თმები,

ერთი შეხედვით რომ მიიპყრობს თავისკენ მზერას...

მე ბღუჯა თმა მაქვს და ხუჭუჭა, imageარც გავისწორებ,

თუმცა მაჯერებ რომ მიხდება, მაინც არ მჯერა..

ვიცი რომ მოგწონს ქალში რაღაც ქალური შარმი

ალბათ ამიტომ ვდილობ მუდამ მოვგავდე ალქაჯს

ხანდახან გიკვირს რით შევძელი შენი მიზიდვა

ალბათ იმით რომ სულ არავის არაფრით ვგავარ...

-------------------------------------------------------------------------

ქალი

ქალი სიცოცხლე და გაზაფხული, image

ქალი ოცნება და სევდა,

ქალი უჩვეულო ჩურჩულია,

ჩუმი მიხუტება ღმერთთან.

ქალი ნატვრა არის ახდენილი,

ზოგჯერ ცოდვის გუბე კერპთა.

ქალი მარტოსული, უკარება,

უპეს ჩამომსკდარი ცრემლად...

ქალი ავგაროზად მოვლენილი,

ნაზი შეხამება ფერთა.

ქალი მშვენება უცნაური,

ცას გამოკიდებული ქვეყნად...

ქალი სიფრიფანა სუსტი მხრებით

ხანაც გიჟმაჟი და ქორფა,

ქალი სიყვარულის ანგელოზი...

ქალი?! ქალია და მორჩა!!!

15
393
14-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
393
  
2014, 3 თებერვალი, 13:23
დიდი მადლობა ჩემო კარგო
2014, 2 თებერვალი, 19:25
ძალინ საინტერესო და საიამოვნოა.მომწონს.
2013, 9 თებერვალი, 15:35
მადლობა
2013, 9 თებერვალი, 11:16
+5
2012, 5 ივლისი, 14:34
გაიხარეეე მადლობააა
2012, 5 ივლისი, 11:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 29 ივნისი, 11:58
არაპრის ჩემო კარგოოო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10