x
image
ინტერ-გოგონა
გაგა გოგრიჭიანი - ვფიქრობ რომ ეს ლექსი ყველამ უნდა იცოდეს....
image
ეგ კაბა არ გინდა- სხვა კაბა ჩაიცვი,

რაც უნდათ იგი თქვან ფეხებზე მკიდია,

თვალებზე რაც გინდა ის გრიმი წაისვი,

ამ ხალხს რას გაუგებ ჭრელი და დიდია...


წითელი პომადა გიხდება ძვირფასო,

და არც აიფონი დატოვო საწოლზე

ჩემს გულში საოცრად, საოცრად ძვირს ფასობ,

ეგ შენი ღიმილი შენს თავს კვლავ მაწონებს...

საჭესთან დაჯექი შენს გვერდით ვიქნები,

რომ დალევ მერე ადგილი გავცვალოთ..

მიყვარხარ ისე რომ შენთან ვარ ფიქრებით

მინდა რომ უბრალოდ ცხოვრება გაცალო..

სულ გაგაძლიეროს ყოველმა ნაბიჯმა

მჯერა, რომ იქნები ლამაზი ორსული

მინდა თქვან რა გოგო შეაბა ამ ბიჭმა,

ერთხელ ვართ ისედაც ამ ქვეყნად მოსული.

ისეთი იყავი როგორიც შენ გინდა

რაც უნდა ისათქვა ფეხებზე მკიდია...

მთავარი ის არის ჩემი ხარ შიგნიდან

დრო არის გავიდეთ ენები გვიცდიან..

გაგა გოგრიჭიანი

image

როდესაც ეს ლექსი წავიკითხე ძალიან მომინდა ამეტვირთა ჩემს გვერდზე თუმცა არ მინდოდა ეს ლექსის ავტორის ნებართვის გარეშე გამეკეთებინა და მეც გადავწყვიტე ბედი მეცადა და გაგას დავკავშირებოდი...

გაგასგან ნებართვა მოვიპოვე და ცოტა რამ მის შესახებაც გავიგე...

-გაგა მიამბეთ თქვენზე?

-მე ვარ გაგა გოგრიჭიანი 21 წლის, დედმამიშვილი არ მყავს..ვსწავლობ ქალაქ ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში..ვარ მეორე კურსზე მომავალი ისტორიკოსი გახლავარ...

-გაგა როდის დაწერეთ თქვენი პირველი ლექსი?

-წერა ხუთი წლის წინ დავიწყე, საკუთარ თავს პოეტს არ ვარქმევ უბრალოდ ლექსების მწერალ ბიჭად მირჩევნია მომიხსენიონ...ვცდილობ ვწერო აქტუალურ და პოზიტიურ თემებზე...

-გაგა თავისუფალ დროს როგორ ატარებთ რათქმაუნდა როცა ლექსებს არ წერთ?...

-ჩემი ჰობია მაგიდის ტენისი და ცურვა ბოლო დროს ბილიარდსაც ხირად ვთამაშობ...

-ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ ლექსების ავტორი შეყვარებული არ არის?

-არა შეყვარებული არ ყავს...

-ძნელი დასაჯერებელია რომ არ არსებობს გოგონა რომლისთვისაც ეს ლექსები იწერება...

-გაგიკვირდეთ შეიძლება მაგრამ მუზაც არ მყავს..შესაბამისად პოეტიც არ ვარ...პოეტს მუზა ყავს.მე ლექსების მეწერალი ბიჭი ვარ...(იცინის)

ჩემს ლექსებს ვუძღვნი ყველას ვისაც მოსწონს ჩემი ლექსის წაკითხვა ან მოსმენა..

პ.ს წარმატებებს ვუსურვებ გაგას ვიცი რომ წინ ძალიან კარგი გეგმები აქვს...

იმედია მე ვიქნები პირველი ვინც მის დიდ წარმატებებს გამცნობთ...


სიყვარულით ინტერ-გოგონა



ამ ლექსმა კი ჩემი ქუთაისი გამახსენააა...

მიყვარს ჩემი ქუთაისი და ჩემი ქუთათურები...

სიყვარულით ინტერ-გოგონა

9
2510
15-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
2510
  
2016, 25 ივლისი, 23:38
კარგად წერს...და კარგი ადამიანია...უბრალო და მხიარული
2016, 25 ივლისი, 23:23
კაი ტიპია :)
2016, 7 ივნისი, 22:25
წერს წერს მაგრამ კითხვის რა მოგახსენოთ:)
2016, 6 აპრილი, 20:48
გაიხარე გენაცვალეეე :)
2016, 6 აპრილი, 20:44
გიერთდები, წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ!
2016, 6 აპრილი, 20:40
კი ძალიან ბევრს ...არამბობს ეს ადამიანი პოეტი ვარ და მაღიარეთო წერს აქტუალურ თემებს რაც მისაღებია ... მე პირადად წარმატებებს ვუსურვებ :)
2016, 6 აპრილი, 20:37
ოოო, ეს რთული საკითხია... სანამ ჩვენში ,,რას იტყვის ხალხი,, უფრო მთავარია, იქ ეს ლექსიც ბევრს არ მოეწონება((
2016, 6 აპრილი, 20:30
ესე რომ ფიქრობდნქართველი ბიჭები კარგი იქნებოდააა
2016, 6 აპრილი, 20:29
მართლაც კარგი ლექსია!
0 1 9