x
image
ხატია გელბრეიტი
რა ბედი ელის ბიტკოინს?

image


მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტი ბიტკოინის მომავლისადმი პესიმისტურადაა განწყობილი და მისი ღირებულების ნულამდე დაცემას წინასწარმეტყველებს.თუმცა, Fundstrat Global Advisors’-ის კვლევების ხელმძღვანელის, ტომი ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასმა 2020 წლის მარტისთვის 91000 დოლარს შეიძლება მიუკაკუნოს.

ლის განყოფილებამ ბიტკოინის მოკლე და გრძელვადიანი ტრენდის ვიზუალიზაციისთვის შთამბეჭდავი მოცულობის მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და გრაფიკები შეადგინა. ეს მონაცემები ბიტკოინის მოპოვების ღირებულებას, საათობრივ, დღიურ და თვიურ ტენდენციებს და ტექნიკურ ანალიზს მოიცავს.

ლიმ ასევე წარმოადგინა BMI ინდექსი, ბიტკოინის კლების ინდექსი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში მეორეჯერაა ყველაზე დაბალ ნიშნულზე. მაჩვენებელი წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ვინაიდან რაც უფრო დაბალია ის, ბიტკოინის ფასის გაზრდის მით უფრო დიდი ალბათობაა.

ლის ჯგუფმა ასევე წარმოადგინა გრაფიკი, რომელზეც 2010 წლის შემდეგ ბიტკოინის ფასის კლების ის 4 პერიოდია ასახული, როცა შემცირება 70 %-ის ტოლი და მეტი იყო. აღნიშნული პირველი სამი პერიოდის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რომ იმავე პერიოდში სხვა აქტივების მოგებები გადაფარა.

დიაგრამა ლოგარითმულ სკალაზეა აგებული წარმოადგენს და არა ტიპიურ წრფივ საფუძველზე. ამიტომ, ბიტკოინის ფასში ცვლილებები ვიზუალურად ისე არ გამოიყურება, როგორც ვერბალურად ახსნისას.


image

მხედველობაში უნდა მივიღოთ ორი ძირითადი ფაქტი. პირველი, გრაფიკების გამოყენება უდავო მტკიცებულებას სულაც არ ნიშნავს.მხოლოდ, იმიტომ რომ წარსულში მოვლენები ასე ვითარდებოდა, არ ნიშნავს, რომ იგივე მოხდება მომავალშიც

მეორე, კრიპტოვალუტები ძალიან დიდ რისკს უკავშირდება. არსებობს ფაქტორები, რომლებსაც მათ ფასზე დიდი გავლენის მოხდენა და მათი ღირებულების ძირეულად შემცირება შეუძლია. SEC-ის (აშშ-ს უსაფრთხოების და გაცვლის კომისია) განცხადებამ სულ რაღაც ერთ კვირაში ბიტკოინის ფასის 2000 დოლარით ვარდნა გამოიწვია.

კრიპტოვალუტაში ინვესტირება მაღალი რისკის შემცველია ბაზრის არარეგულირებადი ხასიათის გამოც. ნებისმიერი, ვინც მათ შეძენაზე ფიქრობს, მზად უნდა იყოს, რომ შესაძლოა მთელი თავისი ინვესტიცია დაკარგოს.

წყარო : Forbes

0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0