x
image
ხატია გელბრეიტი
მსოფლიო ჩემპიონატი საპენსიო რეფორმის ირგვლივ აგორებულ ბრაზს ვერ ფარავს
image
ეიფორიაში მყოფმა რუსებმა თავიანთ საფხებურთო ნაკრებთან ესპანეთის დამარცხება და მეოთხედფინალში გასვლა ქუჩებში გამოსვლით აღნიშნეს.

თუმცა, კვირას გამართულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 38 რუსულ ქალაქსა და სოფელში საპროტესტო აქციები გაიმართა, რისი საბაბიც ქალებისა და მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის ზრდასთან დაკავშირებული სამთავრობო გეგმები გახდა. ორგანიზატორების თანახმად, ქალაქ ომსკში 3000 მოქალაქე გამოვიდა პროტესტით.

“დაეხმარე სახელმწიფოს, მოკვდი საპენსიო ასაკამდე’’, “მთავრობა უნდა წავიდეს’’ - მსგავსი ლოზუნგებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები.image

რუსეთის 11 ქალაქში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იმართება, აქციების გამართვა ჩემპიონატის მიმდინარეობისას აკრძალულია.


ახალი სამთავრობო გეგმის მიხედვით, რომლის შესრულებაც ეტაპობრივად 2019 წლიდან უნდა დაიწყოს, საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 5 წლით გაიზრდება და 65-ს მიაღწევს. ქალებმა კი 8 წლით მეტი უნდა იმუშაონ, რაც მათ საპენსიო ასაკს 55-დან 63 წლამდე გაზრდის.

რუსეთისთვის უჩვეულოდ, ომსკის აქციის მონაწილეები ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს წარმოადგენდენ.

კომუნისტური პარტიის წითელ დროშებს და ნაციონალისტების ბანერებს ოპოზიციის მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

“აქ ვარ, რადგან მთავრობა ჩვენგან იპარავს ‘’ ამბობს 70 წელს გადაცილებული პენსიონერი, ივან ვასილიევიჩი“ ჩემი შვილიშვილი და მისი შვილები ვერ იარსებებენ იმ ფულის გარეშე, რომელიც მე მომაქვს სახლში.’’image

ის ფაქტი, რომ რუსების ნაწილი მზადაა, ფეხბურთს მოსცილდეს და ზაფხულის ცხელ დღეებს ქუჩებში შეხვდეს, მაჩვენებელია იმისა, თუ როგორი გაბრაზებულები არიან ისინი.

ეს არა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მთავრობას სტალინის დროიდან მოყოლებული, პირველად სურს საპენსიო ასაკის გაზრდა, არამედ იმ დამოკიდებულების გამოც, რომელიც მას ამ საკითხთან აქვს.

14 ივნისს რუსეთის პრემიერ–მინისტრის სატელევიზიო განცხადებამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაემთხვა, კრიტიკა დაიმსახურა. გავრცელდა მოსაზრება, რომ მთავრობა ცუდი ამბების მიჩქმალვას ცდილობდა.

ვლადიმირ პუტინმა წარსულში განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს საპენსიო ასაკი არ გაიზრდებოდა. პრემიერ–მინისტრი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ რუსები ახლა უფრო დიდხანს ცხოვრობენ და უფრო აქტიურ ცხოვრებას ეწევიან.

“მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ კარიერის გასახანგრძლივებლად’’ განაცხადა მედვედევმა სამთავრობო კაბინეტთან შეხვედრისას “ჩვენ 12 მილიონი მომუშავე პენსიონერი გვყავს. ეს კი პენსიონერების მთლიანი რიცხვის თითქმის მეოთხედია.’’

ეკონომისტების უმრავლესობა და რუსების დიდი ნაწილიც თანხმდება, რომ პრობლემა არსებობს. მოსახლეობა ბერდება და სახელმწიფო უფრო და უფრო მეტს ხარჯავს პენსიებზე.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში არსებული ეკონომიკური ქაოსის შემდეგ რუსეთის მოსახლეობა შემცირდა. მას შემდეგ შობადობის მაჩვენებელს გაუმჯობესება შეეტყო, თუმცა არც ისე დიდი ტემპებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უახლეს ტრენდებზე დაყრდნობით რუსების 20 % 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული იქნება.

პრედენტმა პუტინმა საპენსიო თანხებთან დაკავშირებულ ახალ დოკუმენტს ხელი ახლახან მოაწერა, რაც 2018 წელს 265 მილიარდი რუბლის (4, 2 მლრდ დოლარი) დეფიციტს ითვალისწინებს. ეს სახელმწიფოს მთლიანი საბიუჯეტი ხარჯების 1, 6 %-ია.

შექმნილი სიტუაცია აშაკარად არამდგრადია, განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკურ დროში.

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების მთლიან ეფექტს მამაკაცები 2028 წლამდე, ხოლო ქალები 2034 წლამდე ვერ იგრძნობენ, რიგითი მოქალაქეები რეფორმის შედეგებზე მაინც ნერვიულობენ. “ისინი ჩვენ მეტ სამუშაო წელს კი არა, სიღარიბის მეტ წელს გვაძლევენ.’’ ისინი იმაზეც ღელავენ, რომ საპენსიო ასაკამდე საერთოდ ვერ მიაღწევენ. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 15 რუსულ რეგიონში ამჟამად უფრო დაბალია, ვიდრე ახალი საპენსიო ასაკი -65 წელი. ამ რეგიონების უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, რამდენიმე კი – დასავლეთში.

ჯერჯერობით, პუტინი კომენტარისგან თავს იკავებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ის ამ რეფორმის განხილვაში ჩართული არ ყოფილა, რაც ტოვებს იმის მოლოდინს, რომ შეიძლება გარკვეულ დროს ჩაერთოს კიდეც.

ორი უახლესი კვლევის თანახმად, პუტინის პოპულარობა 14 %-ით დაეცა. რეფორმის გამოცხადებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მისი რეიტინგი 78 %-დან 63 %-მდე შემცირდა.

წყარო : BBC


0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0