x
image
ხატია გელბრეიტი
დიდი ბრიტანეთი - კანაფის უდიდესი ექსპორტიორი

იმის მიუხედავად, რომ დიდ ბრიტანეთში კანაფის მოხმარება აკრძალულია, ქვეყანა ლეგალური კანაფის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში.

image
ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს (INCB) ინფორმაციის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა 2016 წელს 95 ტონა ლეგალური კანაფი აწარმოა, რაც წინა წლის 42 ტონაზე გაცილებით მეტია.დღესდღეობით ქვეყნის მიერ წარმოებული კანაფი მსოფლიო რაოდენობის 44, 9 პროცენტს შეადგენს. ამ ინფორმაციამ კანადა მეორე ადგილზე გადაანაცვლა 80, 7 ტონა კანაფით. აქედან 2, 1 ტონა დიდი ბრიტანეთიდან იყო იმპორტირებული. მესამე ადგილს კი ჰოლანდია იკავებს მსოფლიო მოცულობის 16, 4 პროცენტით. დიდი ბრიტანეთის ლეგალურად წარმოებული კანაფის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო პრეპარატის, Sativex-ის საწარმოებლად გამოიყენება.

2000 წლიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთო კანაფის გამოყენებაში სამედიცინო მიზნებისთვის, ისევე როგორც სამეცნიერო კვლევებისთვის. აღნიშნულ წელს ლეგალურად წარმოებული კანაფის ჯამური ოდენობა 1, 4 ტონა იყო, 2016 წლისთვის კი მისმა მოცულობამ 211, 3 ტონას მიაღწია.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0