x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია -ნაწილი პირველი

imageცნობილი ასტროლოგები, ამტკიცებენ რომ ადამიანის პირადი რუკის მიხედვით, ძალიან კარგად შეიძლება იმის განსაზღვრა თუ როგორი იქნება ამ უკანასკნელის ქორწინება და იქნება თუ არა ის საერთოდ. ყველაზე მთავარი მიმანიშნებელი იმისა, რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებას მეორე ნახევრის გარეშე გალევს, დესცედენტის ნიშნის მდებარეობაა. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია როცა დესცედენტი მერწყულის ზოდიაქოს ემთხვევა. ამგვარი დესცედენტის მქონე ადამიანები სხვებზე ხშირად ხდებიან მარტოობის მსხვერპლნი. რამოდენიმე ქორწინებაზე მიანიშნებს დესცედენტი თევზების ზოდიაქოში. ამგვარ ადამიანებს უჭირთ პარტიორთან ემოციური სტაბილურობის მიღწევა, შესაბამისად ისინი მუდმივად ცდილობენ მონახონ ვინმე გაცილებით უფრო "შესაფერისი კანდიდატურა" ვიდრე წინამორბედი იყო. ოჯახში ხშირ აყალმაყალსა და "ტემპერატურაზე" მეტყველებს თუ თქვენი დესცედენტის ნიშანი ვერძის ზოდიაქოშია განლაგებული. ასეთ ადამიანებს, უბრალოდ არ შეუძლიათ ექსტრიმის გარეშე ცხოვრება, თუმცა აქვე ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ წყვილს შორის არსებობს ორგვარი სახის ურთიერთობა, აქედან ყველაზე რთულია ე.წ "კარმული ურთიერთობები" რომლის მიხედვითაც, ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ამ ცხოვრებაში, წარსულის ცოდვების და შეცდომების საბოლოოდ გასარკვევად იწყებს ურთიერთობას (თუმცა ეს რა თქმა უნდა ხდება ქვეცნობიერ დონეზე და მათ რეალურ ცნობიერებას არ ახსოვს წინა ცხოვრების დეტალები). imageამ შემთხვევაში, ამგვარ ურთიერთობას ვადა არ აქვს, იგი გრძელდება მანამ სანამ მეუღლეები ერთმანეთს წარსულის ყველა შეცდომის გადამუშავების საშუალებას არ მისცემენ, ხშირად ასეთი წყვილი განქორწინების შემთხვევაშიც გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე ქორწინებისას და ერთ ჭერქვეშ. ხომ გინახავთ ადამიანები ერთმანეთს თითქოსდა "ჩინურ ენაზე" ესაუბრებიან, ორივე ერთი და იმავეს ამტკიცებს კამათისას და ამ დროს მათ ერთმანეთის არასოდეს ესმით. აი სწორედ ეს გახლავთ კარმული ვალის მოხდა ურთიერთობებში. მათთვის ასეთი შეხლა-შემოხლა წარსულის შეცდომებზე პასუხის გებაა ერთმანეთის მეშვეობით.



გაგრძელება იქნება ...

0
2084
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0