x
image
lady.ge
რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ლამაზი ქალები?

image


ხშირად პროფესიონალი ასტროლოგები, მომავალ მშობლებს რომელთაც საკეისრო კვეთის ჩატარება უნდათ, ურჩევენ ოპტიმალურ თარიღს პატარას ამ ქვეყნად მოვილნებისთვის. ეს ყველაფერი, კი ამაოდ არ ხდება. ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე ზოდიაქო განსაზღვრავს იმას თუ რით ვიქნებით ჩვენ გამორჩეული. ზოგს ნიჭი და მოქნილობა დაჰყვეს შეიძლება, ზოგს ლოგიკური აზროვნება, ზოგს კი გარეგნული სილამაზე, რომელიც დამეთანხმებით ქალისთვის არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალებს როგორი გარეგნობა ახასიათებთ და რომელი ზოდიქოს ქვეშ იბადებიან სტატისტიკურად ყველაზე ლამაზი გოგონები. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხიბვლელი ქალი სასწორის, მერწყულის და ტყუპის ნიშნით არის დაბადებული. მსოფლიოში ცნობილი მოდელების დიდი ნაწილი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. მაგალითად ბარ რაფაელი, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი-ტყუპები არიან. მამაკაცების გამუდმებული ოხვრის ობიექტი მონიკა ბელუჩი კი სასწორია. სასწორია ასევე, ულამაზესი კეტრინ ზეტა ჯონსიც. სასწორს ვენერა მფარველობს, სილამაზის და ჰარმონიის პლანეტა, ამიტომ სასწორი ქალები განუმეორებლები, ქალურები და დახვეწილები არიან.

რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ქალბატონებს, imageმათ განსაკუთრებული ვნებიანობა და სექსუალური იმიჯი ახასიათებთ. ბევრი მიმზიდველი ქალია დაბადებული ვერძის ზოდიაქოს ნიშნით, მათ შორისაა ვიქტორია ბექჰემი, მარია შარაპოვა, ქეით ჰადსონი, ალესანდრა ამბროზიო, imageმირანდა კერი და სხვები. ლომები არიან-მადონა, ჯენიფერ ლოპესი, კეიტ ბეკინსეილი, აწ გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი. მშვილდოსნებს უფრო ამორძალური გარეგნობა აქვთ და მათ რიგებში შეხვდებით ტეილორ სვიფტს, დერილ ჰანას და სხვებს


რაც შეეხება წყლის ტრიოს- კირჩხიბს, თევზს და მორიელს, აქ მთელი მრავალფეროვნებაა. თევზები უზომოდ ქალურები, ნაზები და სათუთები არიან მაგალითად ნატალია ვოდიანოვა, შერონ სთოუნი, ევა მენდესი, ტეა ლეონი და სხვები. კირჩხიბ ქალებს სპეციფიური გარეგნობა აქვთ, მათ მკერდით იცნობთ, როგორც წესი დიდი ზომის მკერდი კირჩხიბის საფირმო ნიშანია, ან პირიქით, მცირე ზომის და კოხტა. მაგალითისთვის ჟიზელ ბუნდჰენის მოყვანაც შეიძლება.image აი რაც შეეხება მორიელს, მას მისტიკური გარეგნობა და ხაზგასმულიimage ვნებიანი იმიჯი ახასიათებს. ცნობილი მორიელები არიან-დემი მური, აწ გადრაცვლილი ბრიტანი მერფი, მომღერალი კეტი პერი და სხვები.


და ბოლოს მივადექით მიწის სტიქიას, რომელშიც ყველაზე გაწონასწორებული, პრაქტიკული და ჭკვიანი ქალები იბადებიან. კურო ქალები, როგორც წესი ფორმების სისავსით ან ჭარბწონიანობით არიან გამორჩეული. ეს იმიტომ რომ მათი უმრავლესობა გურმანია. თუმცა მათი გარეგნობა, როგორც წესი იშვიათადაა ვულგარული. ცნობილი კუროა რენე ზელვეგერი, ლეტიცია კასტა, მომღერალი ტონი ბრექსტონი და სხვები. რაც შეეხებათ ქალწულებს, ისინი ყოველთვის სადად და გემოვნებით იცვამენ, ამიტომ რაც არ უნდა კარგი გარეგნობა ქონდეთ, მათი შემჩნევა ძნელია. ცნობილ და ეპატაჟურ ქალწულებს შორის მე მომღერალ ბიონსეს გამოვყოფდი. რომლის იმიჯიც, მის პირად რუკაში მორიელის დიდი გავლენის დამსახურებაა.image რაც შეეხება, თხის რქებს, ამ ქალებს შორის უფრო მეტი ბიზნეს ლედი გვხვდება ვიდრე პრანჭია კოკეტკა. თუმცა ამ მხრივ ცნობილი თხის რქებიც არიან-მაგალითად სიენა მილერი, მომღერალი ლარა ფაბიანი და სხვები.


და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი არ განაპირობებს თქვენ გარეგნობას. ამისთვის პირად რუკაში სასწორის დიდი გავლენა უნდა გაგაჩნდეთ და კიდევ რამოდენიმე პატარ-პატარა ასპექტი უნდა გიწყობდეთ ხელს.


პ.ს მომდევნო სტატიაში უკვე მამაკაცებზე ვისაუბრებთ!



დროებით

76
48873
41-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
48873
  
2013, 4 დეკემბერი, 20:06
ბრიტანი მერფი ცოცხალია :)
2013, 24 ნოემბერი, 19:48
ვიხუმრე ჩემო ლელა თორემ მთლად ჯღადოც არა ვარ :)
2013, 14 ნოემბერი, 19:41
რატომ ნერვიულობ ლამაზო, ტყუპები ვარ,( ანუ ივნისის თვეში დაბადებული)ძალიან ლამაზიც არ ვარ, უფალი რასაც გაიმეტებს იმას დავჯერდეთ.შენ ძალიან კეთილი იქნები, მიუხედავად შენი კომენტარისა. ლელა
2013, 2 აგვისტო, 18:45
გეთანხმები ასტროლოგია 100% სიზუსტეს იბრალებს და მთლად ვერ ქაჩავს ზოგჯერ ეგრე, მაგრამ ჩემი ზოდიაქო რაცაა დახასიათება და ზოგადად რაც წერია ეგეთ სტატიებში ემთხვევა ,მართლა 99%-ით:) სხვების არ ვიცი
2013, 2 აგვისტო, 18:41
კუროოო :) ვიცი რო კლასიკური სილამაზით გამოირჩევიან:)
2013, 30 ივლისი, 15:35
ყველა ზოდოაქოს ყავს ლამაზები:))))
2013, 2 ივნისი, 23:13
არ მჯერა ასტროლოგის. ხალხო თქვენ თავს თქვენ თვითონ უნდა გაუგოთ და რა ასტროლოგებმა გადაწვიტონ რა გვიყვარს, რა მოგვწონს მე ქალწული ვარ და ამ ყველაპერზე მეცინება აქ რაც არუნდა დაწერონ ქალწულზე არც კი მეწყინება რადგან ვიცი ვინ ვარ და როგორი ვარ
2013, 31 მაისი, 11:59
გულით რომ არის ლამაზი ადამიანი (შინაგანად) ამას ვერანაირი გარეგნული სილამაზე ვერ შეედრება და ვერ დაჩრდილავს.
2013, 31 მაისი, 11:58
მართალია მეც სასწორი ვარ, არ ვიფერებ,მაგრამ ყველა ზოდიაქოს ყავს ლამაზი გოგონები
2013, 19 მაისი, 18:39
რაღა ჩემზე გაწყრა ეს სასწორი?არც სილამაზით გამოვირჩევი და არც რაიმე განსაკუთრებული ნიჭით არა და ზუსტად ვიცი სასწორის ნიშნით ვარ დაბადებული:) გულზე ვსკდები პირდაპირ :):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10