x
image
lady.ge
ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ცალ-ცალკე (ნაწილი მეორე)
image














მაშ ასე გადავიდეთ მეორე ექვსეულზე.


დავიწყებ სასწორით, სასწორებისთვის ივლისი მოულოდნელი ცვლილებების აუცილებლობას მოიტანს. ბევრ სასწორს მოუწევს შეელიოს ჩვეულ კომფორტს, საიმისოდ რომ სრულიად ახლებული კურსი აიღოს მომავალი განვითარებისთვის.


მორიელისთვის ივლისის თვე "ვეითინგის რეჟიმში" ჩაივლის. ეს ის პერიოდია ძვირფასო მორიელებო, როცა უმჯობესია კულისებიდან ადევნოთ თვალი სიტუაციას, (მე შენ გეტყვი და არ გიყვართ თვალთვალი). ივლისი აქტიური ქმედებების თვე არაა, აქედან გამომდინარე, შეეცადეთ რომ ნებისმიერი სარისკო საქმე აგვისტოსთვის გადადოთ.




მშვილდოსნებს კი ივლისის თვე კარიერული წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს მისცემს. თუმცა ეს ყოველივე იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება წარმატებით, თუ ჩვეულებრივ სხვისთვის ჭკუის სწავლების მოყვარული მშვილდოსანი, თავად აიტანს სხვებისგან მორალის კითხვას და შენიშვნების მიღებასაც ისწავლის.


თხის რქისთვის ივლისი "ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის" პერიოდი იქნება. ძვირფასო თხის რქებო, ეს ის თვეა როცა თქვენ არა ერთი ადამიანის და სიტუაციის ზუსტი არსის და ხასიათის გაგებას მოახერხებთ.



მერწყულს კი ივლისში უამრავი იდეა, შემოთავაზება და საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. ერთადერთი პრობლემა რომელიც შესაძლოა შეიქმნას, ეს არის მერწყულის სიზარმაცე, რის გამოც გამორიცხული არაა იდეები იდეებად დარჩეს. ამიტომ ძვირფასო მერწყულებო დრო დადგა ხელები დაიკაპიწოთ და შრომას შეუდგეთ!


თევზებისთვის ივლისის თვე ოჯახური სიტუაციის დალაგება-დარეგულირების თვეა. აუცილებელია ივლისი მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კუთხით ძვირფასო თევზებო, რადგან სამომავლოდ მსგავსი შანსი ნაკლებად მოგეცემათ.

2
2212
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2212
  
2012, 4 ივლისი, 18:06
ლომი რტაომ არ წერია?
0 1 2