x
image
ხატია გელბრეიტი
დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იძაბება
image

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ 14 მარტს იმ 23 რუსი დიპლომატის დაუყონებლივ გაწვევა ბრძანა, რომლებიც შპიონაჟში არიან ეჭვმიტანილები. ეს მოსკოვის წინააღმდეგ, ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამლვის გამო პირველი საპასუხო ქმედებაა. მეიმ თემთა პალატას სხვა შეზღუდვებიც წარუდგინა .ერთერთია რუს დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება და ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის გაუქმება. მისი თქმით, სამეფო ოჯახი და მინისტრთა კაბინეტი მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ბოიკოტს უცხადებს, რომლის ჩატარებაც ზაფხულში, რუსეთში იგეგმება. მეის მტკიცებით, ყოფილი რუსი აგენტის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში რუსეთი ფიგურირებს. რუსული მხარის უტიფარი პასუხი კი “ მხოლოდ მიმდინარე მოვლენების აბუჩად აგდების დემონსტრირებაა’’.

“ რუსები ევროპის ტერიტორიაზე მათ მიერ წარმოებული სამხედრო დონის საწამლავის გამოყენებას სარკაზმით, ქედმაღლობით და უპატივცემლოდ მოეკიდნენ.’’ განუცხადა მან თემთა პალატის წევრებს.

ბრიტანელმა ლიდერმა რუს დიპლომატებზე დაწესებული სანქციების სხვა დეტალები აღარ გაამხილა, მაგრამ ახსენა, რომ ისინი “ არადეკლარირებული დაზვერვის ოფიცრები’’ არიან. ცივი ომის შემდეგ ეს დიდი ბრიტანეთიდან რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაწვევაა.


მეის თქმით, დამატებითი სანქციებიც იქნა განხილული. მან მხარდაჭერა ამერიკას, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებს და ნატოს სთხოვა, თუმცა რა პასუხი მიიღო მოკავშირეებისგან, არ დაუკონკრეტებია.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს ნატოს დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევაა.თემთა პალატის წევრები დაინტერესდნენ მოკავშირეების გეგმებით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მეიმ კითხვაზე პასუხს მეტწილად თავი აარიდა და ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, რომ მათგან დახმარების შემოთავაზება მიიღო.

საპასუხოდ, რუსეთის საელჩომ ლონდონში ბრიტანეთის ნაბიჯები “მტრულად’’ შეაფასა. “ ჩვენ ამ მტრულ ქმედებებს სრულიად მიუღებლად, უსამართლოდ და წინდაუხედავად მივიჩნევთ. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებისთვის მთელ პასუხისმგებლობას ბრიტანეთის მოქმედ მთავრობას ვაკისრებთ.’’ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეის განცხადებით, ბრიტანეთის ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა ვლადიმირ პუტინის მტრის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიება დაიწყო. ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის თანახმად ნიკოლაი გლუშკოვი, რომლის ცხედარიც ორშაბათს თავის სახლში, ლონდონში იპოვეს, “პუტინის ერთ დროს დაუძინებელი მტრის, აწ უკვე განსვენებული ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის მარჯვენა ხელი ‘’ იყო.

ცოტა ხნის წინ, ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული ერების თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა .რუსეთს, როგორც საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთს, ორგანიზაციის მოსალოდნელ ქმედებებზე ვეტოს დადების უფლება გააჩნია.

“ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის ფედერაციის შორის დიალოგის მთლიანად გაწყვეტა არ შედის.თუმცა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედების შემდეგ ეს ურთიერთობა იგივე ვერ იქნება, რაც ადრე იყო.’’ განაცხადა მეიმ თემთა პალატაში.

ჯერ კიდევ ორშაბათს მეი ამტკიცებდა, რომ მოწამვლის უკან “დიდი ალბათობით’’ რუსეთი იდგა. მან გასულ კვირას რუსეთის მთავრობას თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და იშვიათი სახეობის ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის ასახსნელად გარკვეული დრო მისცა.

ოთხშაბათს თემთა პალატაში გამართულ სხდომაზე კანონმდებლებმა რუსეთი გაიძვერა სახელმწიფოდ მოიხსენიეს, რომელიც უნდა დაისაჯოს. ზოგიერთმა მეის ადრინდელი დაპირებების ციტირებაც მოახდინა, რომ ლონდონში კორუმპირებული რუსების და მათი ფულის ადგილი არ არის. მათი აზრით მთავრობამ “გაურკვეველი წარმოშობის სიმდიდრის მქონე’’ ინდივიდების საქმეები უნდა გამოიძიოს. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა მეის დადგენილი ვადა უგულებელყო. ამის ნაცვლად, რუსმა სამთავრობო პირებმა და რუსულმა სახელმწიფო მედიამ ბრიტანეთი “ ანტირუსული ისტერიის’’ შექმნაში დაადანაშაულა. კრემლმა “ უსაფუძვლო ბრალდებები’’ უარყო და ბრიტანული მხარის მოთხოვნებებზე უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

ბრიტანელი პოლიტიკოსების აზრით, ტერეზა მეის სხვადასხვა ტიპის დიპლომატიური და ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია - რუსი ოლიგარქების მიერ ლონდონში კერძო საკუთრების შეძენის მიმართ მკაცრი ზომების გამოყენებიდან დაწყებული, რუსეთის მთელი საელჩოს გაწვევით დამთავრებული.

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ბრიტანელმა დიპლომატებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ეს თავდასხმა ორგანიზაციის 29-ვე წევრისთვის გარკვეული შედეგების მომტანი იქნება.

“მოკავშირეებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ნატოს ტერიტორიაზე ამ ტიპის იარაღის პირველად გამოყენების ფაქტის გამო. ალიანსი ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი საფრთხედ აღიქვამს.’’ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, ნატოს წარმომადგენლის თქმით, დახურულ შეხვედრაზე ბრიტანელმა დიპლომატებმა გარკვეულწილად უკან დაიხიეს, რათა ნატოს პასუხი ესკალაციის და სხვა ქვეყნების რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმის მიზეზი არ გამხდარიყო.

ყოფილი ორმაგი აგენტი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს დააპატიმრეს. მას ბრალად 10 წლის მანძილზე სახელმწიფო საიდუმლოებების ბრიტანეთის დაზვევირვისთვის მიყიდვა ედებოდა.თუმცა, ის მაღალი დონის ჯაშუშების გაცვლის დროს 2010 წელს გაათავისუფლეს.სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი სალისბურის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბრიტანული მხარის ინფორმაციით, ტერეზა მეი დონალდ ტრამპს მომხდარზე უკვე ელაპარაკა. ტრამპმა მეის ვაშინგტონი “ მთლიანად ბრიტანეთის გვერდზე ‘’ აღუთქვა. მისი აზრით, რუსეთმა “ ზუსტი პასუხები უნდა გასცეს მის მიერ წამოებული საწამლავის გამოყენების ფაქტზე.’’

მეი ასევე ესაუბრა ანგელა მერკელს. “ ისინი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გამოძიების შედეგების შესაბამისად კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს ‘’ განაცხადა მეის პრესპიკერმა.

მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებდა მეის ულტიმატუმის განხილვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ვითარება ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კიდევ უფრო გაამწვავა.

“არავის აქვს უფლება, გამოვიდეს თავის პარლამენტში და თქვას, რომ რუსეთს 24 საათს აძლევს. საერთოდ რა ტიპის ურთიერთობაა ეს?’’ ის გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. “ როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მართავენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი აქვთ საგარეო პოლიტიკასთან და კარიერა პოპულიზმით გაიკეთეს, ცხადია, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ არც ბირთვული იარაღის აკრძალვის ორგანიზებაზე და არც ქიმიური იარაღის საკითხებზე ‘’

ოთხშაბათს, მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე კრემლის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სკრიპალის მოწამლვის თეორიები კრემლის პრობლემა არ არის. მან გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ ის არანაირად არაა ჩართული ამ საქმეში. მოსკოვი არ იღებს ლონდონის ბრალდებებს თავის თავზე. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთი გონს მოეგება და რუსეთს სკრიპალის მოწამლვის საერთო გამოძიებაში ჩართავს.


წყარო : The Washington Post

9
42
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
42
  
2018, 19 მარტი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ხატია გელბრეიტი-ის კომენტარზე
2018, 19 მარტი, 21:49
ვფიქრობ , რომ დიდი ბრიტანეთის პასუხი რუსეთის გაუგონარ მოქმედებებზე ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს ტატუნაშვილთან მიმართებით. ის რომ ბრიტანეთი დიდი ქვეყანაა, სხვა მდგომარეობა აქვს და ა.შ ყველაფერი გასაგებია ,მაგრამ ჩვენი როგორც ქვეყნის პოზიცია საკუთარი მოქალაქის დასაცავად ძალიან უსუსურად და მიუღებლად მიმაჩნია
2018, 19 მარტი, 21:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ხატია გელბრეიტი-ის კომენტარზე
2018, 19 მარტი, 16:18
ვფიქრობ, უსარგებლო პოლემიკაში გადვვარდებით. ასე რომ, ორივე დავრჩეთ საკუთარ აზრზე
2018, 19 მარტი, 11:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 მარტი, 9:57
გული ნამდვილად არ მტკენია ,მაგრამ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად მაინტერესებს. წინაადეგ შემთხვევაში 2 საათი ამის თარგმნის ნაცვლად ზოდიაქოებზე დავწერდი.ნუ კაცია და გუნება..ყველას თავისი ინტერესის სფერო აქვს
2018, 19 მარტი, 8:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ხატია გელბრეიტი-ის კომენტარზე
2018, 18 მარტი, 20:39
ფეხბურთისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ნუთუ მთელ ამ ამბებში მხოლოდ ეს დაინახეთ მნიშვნელოვანი ?
2018, 18 მარტი, 8:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9