x
image
ხატია გელბრეიტი
როგორ მიიღო მელანია ტრამპმა გრინქარდი ?
image

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გრინქარდი მიიღო კონკრეტული პროგრამის საშუალებით, რომელიც ამ საბუთს “განსაკუთრებული უნარების’’ მქონე ადამიანებს ანიჭებს.

როგორც ვაშინგტონ პოსტი იუწყება, პირველმა ლედიმ 2001 წელს EB-1 პროგრამის მეშვეობით მიიღო გრინქარდი. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან მეცნიერ-მკვლევარები და საერთაშორისო დონის ბიზნესლიდერები. ასევე ისინიც, ვინც დაიმსახურა “ გრძელვადიანად ეროვნული და საერთაშორისო მოწონება’’.

“ ჩვენ მას აინშტაინის ვიზას ვეძახდით’’, განაცხადა ბრიუს მორისონმა. ის იმ დროისთვის თეთრი სახლის იმ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1990 წელს საიმიგრაციო აქტი დაწერა, მათ შორის EB-1 პროგრამაც .


მელანიამ გრინქარდი მაშინ მიიღო, როდესაც დონალდ ტრამპს ხვდებოდა. ყოფილი მოდელი მონაწილეობას ღებულობდა ევროპაში გამართულ მოდის ჩვენებებზე. ვაშინგტონ პოსტის თანახმად მელანია ტრამპი- რომელიც ამერიკაში სლოვენიიდან 1996 წელს ჩამოვიდა- ერთ-ერთი იყო იმ ხუთი სლოვენიელიდან, რომლებმაც ამ პროგრამის მეშვეობით 2001 წელს გრინქარდი მიიღეს.

სამთავრობო სტატისტიკის მიხედვით, 2001 წელს გაცემული გრინქარდიდან მხოლოდ 3376 იყო “განსაკუთრებული უნარების მქონე’’ ემიგრანტებისთვის განკუთვნილი.

მაიკლ ვაილდსმა, ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა, პოსტს განუცხადა, რომ პირველი ლედი “ საკმარისად შესაფერისზე მეტი’’ გახლდათ EB-1 პროგრამისთვის.

განსაკუთრებული უნარისთვის გრინქარდის მისაღებად საჭიროა მსურველმა დაასაბუთოს, რომ მას აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საშემსრულებლო ხელოვნებაში კომერციული წარმატების დამადასტურებელი საბუთი ან თავის პროფესიულ სფეროში წვლილის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

რა საბუთები წარადგინა მელანია ტრამპმა?ინტერესდება დეივიდ ლეოპოლდი, ადვოკატი საიმიგრაციო საკითხებში და ამერკელი საემიგრაციო ადვოკატების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მისი თქმით, უამრავი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ მოახერხა მან შტატებში ჩამოსვლა.

თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მელანია ტრამპის მშობლები მოქალაქეობის მიღების მიზნით შტატების ლეგალური მუდმივი რეზიდენტები არიან. ეს ინფორმაცია იმ აგორებული სპეკულაციის შუაგულში მოექცა, რომლის მიხედვით მელანიას მშობლებს ლეგალური სტატუსი ოჯახის გაერთიანების საფუძველზე მიეცათ, რასაც “ მიგრაციის ჯაჭვსაც’’ უწოდებენ. ამის აღკვეთისკენ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე უკვე მოუწოდა კონგრესს.






0
255
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0