x
image
ხატია გელბრეიტი
იკლებს თუ არა პუტინის რეიტინგი წინასაარჩევნოდ?
image

რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოადგა.ცნობილი რუსული მედია საშუალება Эхо Москвы-ი ამ თემას ვრცელი, კრიტიკული სტატიით ეხმაურება.

“წინა სარვამარტოდ მოულოდნელად გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთის შეუცვლელი საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგმა შემცირება დაიწყო ისეთ მსხვილ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მილიონს აღემატება. მაგალითისთვის, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინის რეიტინგი 2018 წლის 10 იანვრიდან 18 თებერვლამდე 69, 9 %-დან 57, 1 %-მდე დაეცა. ეს მონაცემები რუსული Ведомости-ის 7 მარტის გამოცემაში გაჟღერდა.

Ведомости-ს არ ჩამორჩენია გაზეთი МК-ი, რომელმაც თავის ელექტრონულ ვერსიაში შემდეგი დაწერა: “ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი ვლადიმირ პუტინის მიმართ ინტერესის კლებას მისი მხრიდან ნაკლები აქტიურობითა და კამპანიის მიმდინარეობისას არასწორად გადადგმული ნაბიჯებით ხსნის. სინამდვილეში ციფრები გაცილებით ნაკლებია. საუკეთესო შემთხვევაში რეალური პროგნოზი 55%-60 %-ის ფარგლებშია.პუტინის შედეგები რეგიონის მიხედვით 50 %-სა და 65 %-ს შორის მერყეობს. თუ მოსკოვში 50 % დაფიქსირდება, ეს ნამდვილად მიღწევა იქნება.’’


პრესაში ამ ტიპის ინფორმაციის გაჟღერება და მრავალი “სანდო წყაროს’’ განცხადებები უყურადღებოდ არ დაუტოვებია ВЦИОМ-ის, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, დირექტორ ფიოდოროვს, რომელმაც ყველაფრის უარყოფა სცადა.

“არანაირი კლება არ არის და თუ ყოფილა, ის მხოლოდ თებერვალში დაფიქსირდა, მაგრამ ეს ვარდნა დროებითი იყო’’ განაცხადა მან РИА Новости-თან ინტერვიუში. მისი თქმით, რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებული მონაცემები გამოკითხვის ახლანდელი შედეგები კი არა უკვე მოძველებული სტატისტიკაა.“ამიტომ, ყველამ ყველაფერი არასწორად გაიგო. მათთვის კი, ვისაც რამეში ეჭვი ეპარება - პუტინის რეიტინგი ისევ ადრინდელ, მყარ პოზიციაზეა.''

გამოკითხვის თანახმად, რომელსაც ჩვენთვის მთელი წლის განმავლობაში ამზადებებდნენ, რეიტინგი 70/70-ზე იყო. ჩვენ ეს მონაცემები ძალიან კარგად გვახსოვს.თუმცა მაინც იგრძნობა, რომ იქ “ ზემოთ’’ ამომრჩევლების გამოკითხვის შედეგად მიღებული მცირე მაჩვენებლებით ძალიან დამფრთხალნი არიან.

ამავდროულად სცენაზე Putin Team-ი გამოდის სიმღერით “გზისგამკვლევი ვარსკვლავი’’, საიდანაც ისმის, რომ პუტინი ვარსკვლავია.ისინი თვლიან, რომ შიდა სიტუაცია რეიტინგს შესაძლოა წაადგეს. შესაძლოა არა, ყველაფერი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რაც “იქ ზემოთ’’ სწორი და შესაბამისი ეჩვენებათ, ალერგიულ რეაქციას იწვევს მათთვის, ვინც ქვემოთ, სამწუხაროდ მათი ძალაუფლების ქვეშ იმყოფება.

სიმღერის კლიპი ფერადი ჰეშტეგის #სიცოცხლის (#ЖИТЬ) თანხლებით სრულდება. ჩვენ კი გვსურს ვთქვათ, რომ #გადარჩენა (#ВЫЖИТЬ) უფრო შესაფერისი იქნებოდა. ვინაიდან საჭიროა, რომ სიმღერა სიმართლეზე იყოს. იმაზე, რომ მთელი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში, გადარჩენის ზღვარზეა. აქ იგულისხმება ჩვენი მოსახლეობის გაღატაკება და მძიმე საკრედიტო ვალდებულებები ბანკების მიმართ, კორუფციის მაღალი დონე, ბიუროკრატების და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გაბატონება, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა. უზარმაზარი რღვევები მედიცინაში, განათლებაში, მეცნიერებებში, მრეწველობასა და ზოგადად ეკონომიკაში.

აი ამაზე შეუძლიათ “პუტინისტებს’’ სიმღერა. იმ ყველა პრობლემაზე, რომელიც პუტინის 18 წლიანმა მმართველობამ მოგვიტანა.მაშინ აღარ მოუწევს ხალხს პუტინის ტკბილხმიანი მომღერლების მოსმენა.

სურთ კი მმართველ წრეებში ამის ცოდნა? თუ უფრო ადვილია ლუჟნიკებში “ სახალხო კრების’’ მოწყობა, ეგრეთ წოდებულ “ კმაყოფილ ამომრჩევლებთან’’, რომლებიც “ნებით’’ მოხვდნენ ავტობუსებზე, სცენაზე ..პუტინისტების’’ გამოყვანა და ამ ყველაფრის ფონზე შეუცვლელი ნომერ პირველი კანდიდატის “ უფრო ძლიერად და უფრო სწრაფად’’ გამოჩენა?

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სატელევიზო აგიტაციის ეს უკვე ნაცადი ფორმები არც ისეთი ეფექტურია, როგორც ადრე. ახალი კი კრემლს ჯერ არ მოუფიქრებია. ახლა რაც ხელთ გაგვაჩნია არის : “ რუსეთი, რომელიც მომავლისკენ მიისწრაფვის’’, “პუტინისტები’’ და ცნობილი ციფრი 70 %. ასე რომ პროცენტების ზემოთ ასაწევად ცდა საჭირო იქნება. რა ტიტანური შრომა, ადმინისტრაციული რესურსი, ფანტაზია და მოფიქრებაა საჭირო იმისთვის, რომ ამ 70 %-ის მიღწევა იყოს შესაძლებელი? ყოველ შემთხვევაში, არჩევნების წინაც კი კრემლი უარს ამ ტკბილ რიცხვზე არ ამბობს.''


2
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
94
  
2018, 12 მარტი, 20:01
აღმოსავლეთ რუსეთის ვრცელი ტერიტორიები და შუა აზია ცხვირწინ აახია რუსეთს ჩინეთმა და მომავალ წლებში მთლიანად მიისაკუთრებს გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდ. თუ რუსეთმა არ შეცვალა პოლიტიკა და პირდაპირ გეტყვით - არათუ დააბრუნა აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი, არამედ თვითონ თუ არ შევიდა ნატოში სასწრაფო წესით, რუსეთი განწირულია, რომ გახდება ჩინეთის უკანა ეზო და მისი პატარა ძუკნა :) თათრეთი, ბაშკორტისტანი და კავკასია უბრალოდ ჩაეხსნება რუსეთს თუ ასეთი პოლიტიკა გააგრძელეს. ჩვენს ტერიტორიებს კი არა ვეღარც თავისას შეინარჩუნებენ. მილიონობით ჩინელი ჩადის ციმბირში, ყიდულობს ჰექტრობით მიწებს და სახლდებიან.
პუტინის გამარჯვებას რაც შეეხება. ეს ჩვენ გვაწყობს, იმიტომ რომ პუტინის გამარჯვება რუსეთის დასასრულის დასაწყისია :)
ახლა რუსეთს გადაარჩენს მხოლოდ პროდასავლური, პროამერიკული პოლიტიკა და ნატოს წევრობა. ვისაც რუსეთი უყვარს ამაზე უნდა ლოცულობდეს :))) მე არ მიყვარს და ამიტომ მინდა რომ პუტინმა გაიმარჯვოს და გააგრძელოს ანტიდასავლური პოლიტიკა :)

ამიტომ მე ამ არჩევნებზე პუტინს ვგულშემატკივრობ

ჩინეთის მოსახლეობა არის 1,4 მილიარდი ანუ 1400 მილიონი ადამიანი. რუსეთის - 142 მილიონი. ჩინეთი თითქმის ერთი ეთნოსია 98% ერთი ეთნოსის წარმომადგენელია. ჩინეთის ეკონომიკა არის 15 ტრილიონი დოლარი, რუსეთის - 1 ტრილიონი. ჩინეთის ჯარი 10-ჯერ დიდია რუსეთზე. ჩინეთი არის ატომური სახელმწიფო და ასახლებს თავის მოსახლეობას რუსეთში, დაახია მთელი შუა აზია და ეხლა ციმბირს უმიზნებს :)))
2018, 12 მარტი, 10:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2