x
image
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
რა უნდა აჩუქოთ საუკეთესო მეგობარს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

image

ადამიანებს განსხვავებული გემოვნება, მისწრაფებები და ინტერესის სფეროები გვაქვს, ამიტომ ყველას ერთნაირ საჩუქარს ვერ ვაჩუქებთ. საჩუქარი ადრესატის გემოვნების შესაბამისად უნდა შევარჩიოთ.

გთავაზობთასტროლოგების რჩევებს- რა უნდა აჩუქოთ საუკეტესო მეგობარს ზოდიაქოს ნისჰნების მიხვედით?

1.ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ლიდერები და თავგადასავლების მოყვარულები არიან. მათ ცხოვრებაში მრავალფეროვნება სჭირდებათ. უნდა აჩუქოთ რაიმე ისეთი, რაც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. მაგალითად "ბანჯი ჯანფინგისთვის" სპეციალური ბილეთი.საჩუქარი უნდა იყოს დაკავშირებული აქტივობასთან. ვერძს ასევე უყვარს უნიკალური ნივთები, რომელიც მხოლოდ მისტვისაა დამზადებული და რომლის მსგავსიც სხვას არ ექნება.

image

2.კურო -ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ დასვენება, განტვირთვა და სიმშვიდე. შეგიძლიათ აჩუქოთ ერთი დღე სპა ცენტრში. კუროსთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. კურო შეგიძლიათ გაახაროთ ასევე სუნამოთი, შარფით, ან უბრალოდ, გემრიელი შოკალადით.

image

3.ტყუპები- ტყუპები კომუნიკაბელურები არიან, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. მას მცირედი საჩუქრებითაც გაახარებთ. ტყუპებისთვის მთავარი თქვენი ყურადღებაა. შეგიძლია აჩუქოთ საყვარელი სამოსის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი, სათვალის ბუდე და ა.შ. ისინი პრეტენზიულები არ არიან.

image

4.კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბედნიერები იქნებიან თუ რაიმეს, საკუთარი ხელით გაკეთებულს აჩუქებთ. კირჩხიბებს ასევე უყვართ ისეთი ნივთები, რომლებიც სახლთან არის დაკავშირებული. მაგ. ჭურჭელი.

image

5. ლომი -ლომებს უყვართ, როცა თავს გამორჩეულად გრძნობენ. ამიტომ, თუ მისთვის არჩევთ საჩუქარს, რაიმე ისეთი უნდა შეარჩიოთ, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს გაახარებთ ძვირფასი, ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების ნაკრებით.

image6. ქალწული- ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პრაქტიკულები არიან და ისეთი ნივთები უნდა აჩუქოთ, რომლებსაც გამოიყენებენ. როგორც საუკეტესო გეგმების შემდგენელს, რომელიც მუდამ უფრთხილდება დროს, გაახარებთ თუ ორიგინალურ კალენდარს, ან დღიურს აჩუქებ.

image

7.სასწორი- ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ხელოვნების ნიმუშებისა და ლამაზი ნივთების თაყვანისმცემლები არიან. გაახარებთ ხელნაკეთი სამკაულებით, ცელნაკეთი ჩანთებით და ა.შ.

image

8.მორიელი - მორიელები იდუმალებით არიან და საიდუმლებით მოცული ნივთები ხიბლავთ, ნივთები, რომელთა მიღმაც რაიმე ისტორია იმალება. ასევე, გაახარებთ არომატული და ფერადი სანთლებით, რომელთა საშვალებითაც ის სახლში იდუმალი გარემოს შექმნას მოახერხებს.

image

9.მშვილდოსანი -ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თავგადასავლების მოყვარულები არიან. მათ უყვართ მოგზაურობა, ამიტომაცგაახარებთ თუ მოდურ და მოსახერხებელ ზურგჩანთას აჩუქებთ, რომელსაც მოგზაურობის დროს გამოიყენებს.

image

10. თხის რქა - ამბიციური თხის რქა განსაკუტრებით უფრთხილდება ჯანმრთელობას. მისთვის ვარჯიში უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც გაახარებთ, თუ სავარჯიშოდ ჰანტელებს აჩუქებთ, ასევე გაახარებთ ველოსიპედითაც.

image

11. მერწყული- მერწყული მეგობრულები და კეთილები არიან. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არიან როცა გჭირდებათ. მერწყულს მცირედი საჩუქარიც გაახარებს. მისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა, ამიტომაც მოეწონება, თუ ყურსასმენებს აჩუქებთ.

image

12. თევზები- ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეოცნებეები და ძალიან გაუხარდებათ, თუ აჩუქებთ ორიგინალურ დღიურს, სადაც თავისი ოცნებების შესახებ დაწერს.

image

4
109
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
Mediator image
Mediator image
109
  
13 მარტი, 12:30
გაიხარე მეგობარო:)
13 მარტი, 12:28
კეთილი მგზავრობა ;)
13 მარტი, 12:26
ვააა მაგარია მეც მამლის წელში ვარ დაბადებული და მშვილდოსანი ვარ მეც მიყვარს მოგზაურობა ხვალ რაინში მივდივარ :)))
13 მარტი, 11:56
ცაგარელი არა ისაო კი ამბობენ და მეც ვამბობ ზოგჯერ, მაგრამ, მოდი და არ დაიჯერო :))) ვერძი ვარ და სრული სიმართლეა, ჯამფინგი არა, მაგრამ, სხვა ყველაფერი სიმართლეა. მეუღლე მშვილდოსანია და მართლა ზურგჩანთა ვაჩუქე :))))))
0 1 4